კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

სესხი საბრუნავი კაპიტალისთვის

უკან დაბრუნება
სესხი საბრუნავი კაპიტალისთვის

მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაფინანსება, მათ შორის: ნედლეულის/საქონლის შესყიდვა, ხელფასის გადახდა,  მომწოდებლის მიმართ ვალდებულების დაფარვა, ბიუჯეტში და არასაბიუჯეტო ფონდებში მიმდინარე გადასახდელების დაფარვა, აგრეთვე საბრუნავი საშუალებების შესავსებად მიღებული შიდა და გარე სესხების  რეფინანსირებისთვის.

მახასიათებლები

სესხის თანხა*
≤ 1,000,000 USD (ექვივალენტი GEL, EUR)
პერიოდი
≤ 36 თვე. სესხი (დაფარვის ანუიტეტური/სეზონური გრაფიკით) / განახლებადი საკრედიტო ხაზი ტრანშის ვადით 12 თვემდე
საპროცენტო განაკვეთის ტიპი
ფიქსირებული, ინდექსირებული, შერეული (გარკვეული პერიოდის განმავლობაში - ფიქსირებული, შემდეგ - ინდექსირებული)
საპროცენტო განაკვეთი (ფიქსირებული)
▪ GEL 12.50%-დან  ▪ USD 9.00%-დან  ▪ EUR 8.00%-დან 
საპროცენტო განაკვეთი (ინდექსირებული)
ინდექსი** + from 4.00%
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
▪ GEL 13.53%-დან  ▪ USD 9.59%-დან  ▪ EUR 8.50%-დან 
გაცემის საკომისიო
0.1%-დან
ანგარიშის გახსნის საკომისიო
უფასო
განაღდების საკომისიო
▪ GEL - 0.2% ▪ USD, EUR - 0.5%
ვადაგადაცილების ჯარიმა
ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-დან (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), არაუმეტეს კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა
წინასწარ დაფარვის / გარე რეფინანსირების საკომისიო
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში: ▪ 2.0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი ▪ 1.0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე ▪ 0.5% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე ▪ 0.0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები. ინდექსირებული პროცენტის შემთხვევაში: ▪ 0.5% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი ▪ 0.0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები. სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან რეფინანსირების საკომისიო ▪ ფიზიკური პირის შემთხვევაში კრედიტის თანხის 0%, თუ კრედიტის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი; ▪ 0.5%, თუ დარჩენილია 6 თვეზე მეტი პერიოდი. თუ რეფინანსირების მომენტში მომხმარებლის (გარდა ფიზიკური პირისა) ბანკის წინაშე არსებული ჯამური ვალდებულება: - არ აღემატება 2,000,000 (ორი მილიონი) ლარს (ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) - რეფინანსირებული კრედიტის თანხის: ▪ 0.0%, თუ კრედიტის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი; ▪ 0.5%, თუ დარჩენილია 6 თვეზე მეტი ვადა. - აღემატება 2,000,000 (ორი მილიონი) ლარს (ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) - წინსწრებით დაფარვის საკომისიო განისაზღვრება წინსწრების საკომისიოს შესაბამისი ოდენობით სესხის საპროცენტო განაკვეთის ტიპის და ვადის მიხედვით.
იპოთეკის რეგისტრაციის საკომისიო
157 ლარი
იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების საფასური
150 ლარი
უძრავი ქონების დაზღვევა
არ არის სავალდებულო
დაფარვის გრაფიკი
ანუიტეტი / სეზონური დაფარვა

*1,000,000 ლარზე ნაკლები სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.
**ინდექსირებულ პერიოდში საპროცენტო განაკვეთები მიბმულია საჯარო ინდექსებზე: საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი (GEL), 6 თვის Term Sofr (USD), 6 თვის EURIBOR (EUR), რომლებიც შესაძლოა შეიცვალოს (გაიზარდოს ან შემცირდეს), შესაბამისად შეიცვლება სესხის საპროცენტო განაკვეთი და სესხის შენატანი.

მსგავსი სესხები