კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

კონფიდენციალურობის შეტყობინება

შესავალი
 

ბანკის შესახებ

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ (შემდგომ - „ბანკი“ ან „ჩვენ“) წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს, რომელიც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში და წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინების (შემდგომ - „შეტყობინება“ ან „კონფიდენციალურობის შეტყობინება“) შესაბამისად, მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.
საიდენტიფიკაციო ნომერი: 205236537
იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N74
ვებსაიტი: https://halykbank.ge/

შეტყობინების მიზანი

ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს ბანკი თქვენ პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებით მოგაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • იმ პრინციპის შესახებ, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას;
  • თუ როგორ ვიცავთ კანონს, კერძოდ, როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო რეგულაციების (GDPR) შესაბამისად;
  • რა მიზნითა და რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ბანკი თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე და საქმიანი ურთიერთობის პროცესში;
  • თუ როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები და როგორ არის უზრუნველყოფილი თქვენი მონაცემების უსაფრთხოების, კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობის და მთლიანობის დაცვა;
  • თუ როგორ გიცავთ კანონი და ბანკის მიერ როგორ არის უზრუნველყოფილი კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებების რეალიზების მექანიზმები.

ზოგადი დებულებები

ბანკი თქვენს მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით. 
თქვენი მონაცემების დამუშავებისას, დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი.
თქვენი მონაცემების დასაცავად ბანკს დანერგილი აქვს სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები, რომლებიც მათ შორის, შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
ბანკს ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც გვეხმარება მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი წარმოადგენს მთავარ საკონტაქტო პირს მონაცემთა სუბიექტებისათვის, ხოლო მისი საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია წინამდებარე შეტყობინების დასასრულს.
შეტყობინებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მონაცემები, რომელსაც ვამუშავებთ
 

ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ და ვინახავთ  პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით ან ვიღებთ სხვადასხვა წყაროებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისთვის და მომსახურების გაწევის მიზნით.
ბანკი თქვენ შესახებ ინფორმაციას ამუშავებს კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია პერსონალური მონაცემების კატეგორიები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და ვამუშავებთ თქვენთან საქმიანი ურთიერთობის პროცესში.
 

პერსონალური მონაცემების 
კატეგორიები
მონაცემები

მაიდენტიფიცირებელი
მონაცემები

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თქვენ მიერ წარმოდგენილ პირადობის
დამადასტურებელ მოწმობაზე ან პასპორტზე დატანილი მონაცემები,
დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, ეროვნება, დაბადების ადგილი,
ფოტოსურათი, ხელმოწერის ნიმუში და სხვა;

განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემები

ბიომეტრიული მონაცემები (ონლაინ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესში);

ინფორმაცია პოლიტიკური შეხედულებების შესახებ;

ინფორმაცია ნასამართლობის, ადმინისტრაციული პატიმრობის,
პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების,
პირთან საპროცესო შეთანხმების დადების, განრიდების, დანაშაულის
მსხვერპლად აღიარების, ან დაზარალებულად ცნობის შესახებ.

საკონტაქტო
მონაცემები

ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი,
ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია.

სოციალური, დემოგრაფიული
მონაცემები

ინფორმაცია თქვენი დასაქმების/პროფესიის, ასევე, თქვენი მოქალაქეობის,
განათლების შესახებ, ინფორმაცია სოციალური მდგომარეობის შესახებ,
ინფორმაცია პირის სტატუსის, ოჯახური მდგომარეობის, არასრულწლოვან
შვილთა რაოდენობისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ.

სახელშეკრულებო

ინფორმაცია ჩვენ მიერ გაწეული მომსახურებისა და
იმ პროდუქტების შესახებ, რომლითაც სარგებლობთ.

ფინანსური

ინფორმაცია თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მათ შორის,
ინფორმაცია შესრულებული ტრანზაქციების შესახებ, საკრედიტო ისტორია,
გადამხდელუნარიანობა, თქვენ სარგებლობაში არსებული ფინანსური
პროდუქტები, ვადაგადაცილებები, ინფორმაცია თქვენი დასაქმების
და შემოსავლის შესახებ.

ტრანზაქციული

ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საბანკო ანგარიშის ნომერი,
ანგარიშებზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.

ვიდეომონიტორინგის საშუალებით
მიღებული მონაცემები

ჩვენთან ვიზიტის დროს ვიდეო ჩანაწერებში არსებული
თქვენი გამოსახულება ან/და ფოტოსურათები.

„კონტაქტ-ცენტრის“ საშუალებით
მიღებული მონაცემები

სატელეფონო კომუნიკაციის პროცესში მიღებული ნებისმიერი მონაცემი,
მათ შორის და არა მარტო, მაიდენტიფიცირებელი,
ფინანსური, სახელშეკრულებო და სხვა.

ქცევითი მონაცემები

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ
ჩვენს პროდუქტებსა თუ მომსახურებას.

მოწყობილობის შესახებ მონაცემები

ტექნიკა/მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც იყენებთ
ჩვენი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობისას, IP მისამართი,
მზა ჩანაწერები (Cookies), IMEI კოდი, აპლიკაციის ლოგ ჩანაწერები,
ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა.

კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები

ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელსაც ბანკი მოიპოვებს,
როგორც მატერიალური ფორმით განცხადებების მეშვეობით,
ასევე ელექტრონული წერილებიდან, სატელეფონო და
სხვა სახის საკომუნიკაციო არხებიდან.

საჯარო მონაცემები

საჯარო წყაროებიდან მოპოვებული სხვადასხვა მონაცემები.

ბანკის მიერ შექმნილი მონაცემები

ბანკის მიერ, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გაანალიზების
შედეგად შექმნილი მონაცემები (მაგ.: მონაცემები მომხმარებლის
ქცევის, რისკის რეიტინგის, პრეფერენციების შესახებ და ა.შ.).

 

* მითითებული მონაცემების სუბიექტებს შესაძლოა წარმოადგენდნენ არასრულწლოვნები. არასრულწლოვნის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 16 წლამდე არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავების შემთხვევაში, აუცილებელია მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 
* პირის სტატუსის, ოჯახური მდგომარეობის, არასრულწლოვან შვილთა რაოდენობისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ ინფორმაცია მუშავდება „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილების საფუძველზე. 
* ჩამოთვლილი მონაცემების შეგროვებას ბანკს, მათ შორის, ავალდებულებს საქართველოს კანონმდებლობა  თქვენი იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის, KYC-ის და AML-ის მიზნობრიობითა და სხვა ვალდებულებების შესასრულებლად.
*  წინამდებარე ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, იგი შესაძლოა შეიცვალოს ან განახლდეს. ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი მოგვაწვდის ან რომელსაც მოვიპოვებთ საქმიანობის პროცესში და/ან სხვა ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე. ბანკის მიერ მონაცემების დამუშავება დამოკიდებულია თქვენთან ურთიერთობის ხასიათზე და მათი მოცულობა განისაზღვრება მონაცემთა დამუშავების მიზნის შესაბამისად, მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის გათვალისწინებით.
 

 

წყაროები, რომელთა გამოყენებითაც მოვიპოვებთ თქვენს მონაცემებს
 

თქვენს პერსონალურ მონაცემებს მოვიპოვებთ პროცესებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სხვადასხვა წყაროების გამოყენებით. კერძოდ:

  • თქვენგან, როგორც მონაცემთა სუბიექტისგან, როდესაც ხდებით ჩვენი კლიენტი და გსურთ ისარგებლოთ ჩვენი პროდუქტებითა და მომსახურებით;
  • თქვენგან, ჩვენს ციფრულ არხებში, კერძოდ, მობაილ ან/და ინტერნეტ ბანკში რეგისტრაციის პროცესში;
  • თქვენგან, ვიდემონიტორინგის საშუალებით, როდესაც სტუმრობთ ჩვენს ფილიალს ან განყოფილებას;
  • თქვენგან, სატელეფონო ან სხვა სახის საკომუნიკაციო არხების, მათ შორის, „ცხელი ხაზის“ გამოყენების პროცესში, როდესაც სარგებლობთ ვებსაიტის შესაბამისი ფუნქციონალებით, ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელების ჩატებით და ა.შ.
  • თქვენგან, ფოტოგადაღების საშუალებით, როდესაც სარგებლობთ ბანკის ბანკომატით;
  • სს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან, თქვენი გადახდისუნარიანობის დადასტურების მიზნით;
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან თქვენი იდენტიფიკაცია / ვერიფიკაციის მიზნით, პირის სტატუსის, ოჯახური მდგომარეობის, არასრულწლოვან შვილთა რაოდენობისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის დასადგენად;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – „აწარმოე საქართველოსგან“, სახელმწიფო პროგრამა  „სუბსიდირებული იპოთეკური სესხით“ სარგებლობის ფარგლებში;
  • სხვა ადმინისტრაციული ორგანიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში;
  • როდესაც ვდებთ გარიგებას მესამე პირებთან და გარიგების ფარგლებში ვიღებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგ.: გადახდების, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ჩარიცხვის და სხვა ფარგლებში);
  • საჯარო წყაროებიდან (მაგ.: საჯარო რეესტრი, მეწარმეთა რეესტრი და სხვა.).

* ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს  ბანკის მიერ დამტკიცებული ვიდეომონიტორინგის წესის შესაბამისად. ასევე, როდესაც სარგებლობთ ჩვენი ბანკომატით, ჩვენ ვამუშვებთ, მათ შორის, ვაგროვებთ და ვინახავთ თქვენი გამოსახულების ფოტოსურათს, ბანკის  მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

 

მონაცემთა დამუშავება
 

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი ყოველი კონკრეტულ შემთხვევისთვის, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
 

პერსონალური
მონაცემები
რისთვის ვიყენებთ თქვენს
პერსონალურ მინაცემებს
(დამუშავების მიზანი)
ჩვენი ლეგიტიმური
ინტერესის შესახებ
დამუშავების სამართლებრივი
საფუძველი

მაიდენტიფიცირებელი
პერსონალური მონაცემები

ჩვენს სისტემაში თქვენი, როგორც
კლიენტის რეგისტრაციის მიზნით;

თქვენი იდენტიფიცირებისა და
ვერიფიკაციის მიზნით;

თქვენთვის სასურველი სერვისის/
პროდუქტის მოწოდების მიზნით;

თქვენი განაცხადის
განხილვის მიზნით;

კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების შესრულების
მიზნით;

ბანკის შიდა პოლიტიკებითა და
პროცედურებით განსაზღვრული
წესების დაცვის მიზნით.

სერვისების და პროდუქტის
განვითარება და
კლიენტებისთვის მიწოდება;

მონაცემთა განახლება;

კანონისმიერ ვალდებულებების
ეფექტურად შესრულება;

მონაცემთა სუბიექტის
მომართვის საფუძველზე,
მისი განაცხადის განხილვა.1

მონაცემთა სუბიექტთან
დადებული გარიგებით
ნაკისრი ვალდებულების
შესასრულებლად.2

დამუშავება გათვალისწინებულია
კანონით.3

ჩვენთვის კანონმდებლობით
დაკისრებული ვალდებულების
შესრულება.4

მნიშვნელოვანი
ლეგიტიმური ინტერესი.5

განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემები (ბიომეტრიული მონაცემი;
ინფორმაცია პოლიტიკური
შეხედულებების შესახებ;
ინფორმაცია ნასამართლეობის
შესახებ)

თქვენთვის სასურველი სერვისის/
პროდუქტის მოწოდების მიზნით;

ბანკის მიერ შემოთავაზებული
სერვისების ხელმისაწვდომობის
და გამარტივების მიზნით;

მომხმარებლის გამოცდილების
გაუმჯობესების მიზნით;

კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების შესრულების
მიზნით;

ფინანსური დანაშაულის
გამოსავლენად, ანგარიშგებისა
და პრევენციისათვის;

ჩვენი და ჩვენი კლიენტების
რისკის დონეების სამართავად.

კანონისმიერი ვალდებულების
ეფექტურად შესრულება;

ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ
მიმართული ღონისძიებების
შემუშავება და გაუმჯობესება,
ასევე, სხვა  საკანონმდებლო  
მოთხოვნების შესრულება;

თქვენი გამოცდილების
გაუმჯობესება;

პროდუქტის და სერვისების
ხელმისაწვდომობის გაზრდა
და გამარტივება;

ციფრული და დისტანციური
სერვისების დანერგვა.

მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.6

ფულის გათეთრებასთან და
ტერორიზმის დაფინანსებასთან
დაკავშირებული დანაშაულების
თავიდან აცილება.7

განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემთა დამუშავება პირდაპირ
და სპეციალურად რეგულირდება
კანონით და მათი დამუშავება
აუცილებელი და პროპორციული
ზომაა დემოკრატიულ
საზოგადოებაში.
კერძოდ, „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით
გათვალისწინებული მოთხოვნების
შესრულების მიზნით.

საკონტაქტო მონაცემები;
ლოკაციასთან დაკავშირებული,
დოკუმენტური მონაცემები
(მათ შორის, პირადობის
დამდასტურებელი მოწმობა,
პასპორტი, მართვის მოწმობა,
ავტომანქანის სარეგისტრაციო
მოწმობა და სხვა.)

პროდუქტის და სერვისების
მისაწოდებლად;

კლიენტთან კომუნიკაციის
დამყარებისთვის.

სერვისის, მომსახურების
გაუმჯობესებისთვის და
ხელმისაწვდომობის
გაზრდისთვის;

თქვენთვის სასურველი
პროდუქტის
იდენტიფიცირებისთვის.

ჩვენი საკანონმდებლო
მოვალეობებისა და სახელშეკრულებო
ვალდებულებების ეფექტურად
შესრულება;

ჩვენთვის რელევანტურ
რეგულაციებთან შესაბამისობის
უზრუნველყოფა.

საკონტაქტო მონაცემები
შესაძლებელია გამოყენებული
იქნეს მომხმარებლის
კმაყოფილებისა და მიღებული
მომსახურების ხარისხის
შეფასებისთვის საჭირო კვლევების
ჩატარების მიზნით.

მონაცემთა სუბიექტთან დადებული
გარიგებით ნაკისრი
ვალდებულების შესასრულებლად.8 

ჩვენთვის კანონმდებლობით
დაკისრებული ვალდებულების
შესრულება.9

მნიშვნელოვანი ლეგიტიმური
ინტერესი.10

სოციალურ-დემოგრაფიული
მონაცემები;
სახელშეკრულებო მონაცემები

სასურველი პროდუქტის და
სერვისების მისაწოდებლად;


სახაზინო, საინვესტიციო
პროდუქტების, მომსახურების
სამართავად/მისაწოდებლად;

სახელშეკრულებო ურთიერთობით
ნაკისრი ვალდებულების
შესრულების უზრუნველყოფა;

თქვენთვის მისაღები და
საუკეთესო პროდუქტის განსაზღვრა;

ბანკის პროდუქტებისა და
სერვისების გაუმჯობესება.

მონაცემთა სუბიექტის მომართვის
საფუძველზე,
მისი განაცხადის განხილვა.

მონაცემთა სუბიექტთან დადებული
გარიგებით ნაკისრი
ვალდებულების შესასრულებლად. 

დამუშავება გათვალისწინებულია
კანონით.

ჩვენთვის კანონმდებლობით
დაკისრებული ვალდებულების
შესრულება.11

მნიშვნელოვანი ლეგიტიმური
ინტერესი.12

ფინანსური მონაცემები;
ტრანზაქციული მონაცემები

პროდუქტებისა და
მომსახურების გაწევისთვის;

გადახდისუნარიანობის
დადგენის მიზნით;

თქვენი დავალების
შესრულების მიზნით;

ხელშეკრულების ნაკისრი
ვალდებულებების
შესრულებისთვის.

ჩვენი საკანონმდებლო
მოვალეობებისა და
სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან
გამომდინარე ვალდებულებების
ეფექტურად შესრულება;

ჩვენთვის რელევანტურ
რეგულაციებთან შესაბამისობის
უზრუნველყოფა.

მონაცემთა სუბიექტთან დადებული
გარიგებით ნაკისრი ვალდებულების
შესასრულებლად ან/და
გარიგების დასადებად.13 

ჩვენთვის კანონმდებლობით
დაკისრებული ვალდებულების
შესრულება.14

მნიშვნელოვანი ლეგიტიმური
ინტერესი.15

საკომუნიკაციო (მათ შორის
„კონტაქტ-ცენტრის“ საშუალებით)
მიღებული მონაცემები

თქვენთვის ხელმისაწვდომი
მომსახურების და სერვისების
მოწოდებისთვის;

მომხმარებელთა უფლებების
დაცვისთვის;

დროული, ზუსტი და ამომწურავი
ინფორმაციის მოწოდებისთვის;

პროდუქტებისა და სერვისების
გაუმჯობესებისთვის.

თქვენთვის საუკეთესო სერვისის
და მომსახურების მოწოდება;

თქვენთვის ხელსაყრელი
საკომუნიკაციო არხების შემუშავება;

თქვენთვის საჭირო ინფორმაციის
მოწოდება.

რელევანტური საკანონმდებლო
აქტებით დადგენილი მოთხოვნების
დაცვის უზრუნველყოფა.

მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.16

დადებული გარიგებით ნაკისრი
ვალდებულების შესასრულებლად
ან/და გარიგების დასადებად.17

ჩვენთვის კანონმდებლობით
დაკისრებული ვალდებულების
შესრულება.18

მნიშვნელოვანი ლეგიტიმური
ინტერესი.19

ქცევითი მონაცემები;
ტექნოლოგიური მონაცემები

თქვენი გამოცდილების
გაუმჯობესების მიზნით;

პროდუქტის და სერვისის
მოწოდების მიზნით;

კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების შესრულების
მიზნით;

რისკების იდენტიფიცირების და
რისკზე დამყარებული მიდგომის
შემუშავებისთვის
და მართვისთვის.

ჩვენი სერვისებისა და
პროდუქტების გაუმჯობესება;

რისკზე დაფუძნებული პრევენციული
ღონისძიებების შემუშავება;

კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულების
უზრუნველყოფა.

დადებული გარიგებით ნაკისრი
ვალდებულების შესასრულებლად
ან/და გარიგების დასადებად.20


ჩვენთვის კანონმდებლობით
დაკისრებული ვალდებულების
შესრულება.21

მნიშვნელოვანი ლეგიტიმური
ინტერესი.22

ვიდეომონიტორინგის პროცესში
მიღებული მონაცემები

დანაშაულის თავიდან აცილება,
მისი გამოვლენის, საკუთრების,
კონფიდენციალური ინფორმაციის,
პირთა უსაფრთხოების
დაცვისთვის;

საჯარო ან/და სხვა ლეგიტიმური
ინტერესების დაცვისთვის.

ჩვენი კანონიერი ინტერესების
დაცვისთვის;

უსაფრთხოების დაცვა და
დანაშაულის თავიდან აცილება
ან მისი გამოვლენა;

ჩვენი მნიშვნელოვანი
ლეგიტიმური ინტერესი.23


1 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.
2 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
4 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
5 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
6 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის მე-9 მუხლი.
7 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები;

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
9 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
10„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
11„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

12„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
13„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
14„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
15„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
16„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის მე-9 მუხლი.

17„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
18„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
19„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
20„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
21„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
22„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
23„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ი“ ქვეპუნქტი;

 

 

დისტანციური იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია და თქვენი ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება
 

მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ გსურთ დისტანციურად მიიღოთ ჩვენი პროდუქტი ან სერვისი თქვენ უნდა გაიაროთ დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურა. აღნიშნულ პროცესში, ბანკი მოიპოვებს და დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის - თქვენ ბიომეტრიულ მონაცემებს (ფოტო-ვიდეო გამოსახულება) მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში და ტექნიკური უზრუნველყოფის გამოყენებით. 
ინტერნეტ ბანკის სისტემაში დისტანციურად რეგისტრაციის პროცესში, იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნით ვიყენებთ ტექნიკურ უზრუნველყოფას, რომელიც: თქვენი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტიდან (როგორიც არის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა) ამოიკითხავს პერსონალურ მონაცემებს სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოში დაცულ ინფორმაციასთან შედარების მიზნით. ამასთან, თქვენი ვერიფიკაციის მიზნით, თქვენს ფოტო/ვიდეო გამოსახულებას ადარებს წარმოდგენილ მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტზე დატანილ ფოტოს. ასევე, ახდენს თქვენი პიროვნების მიმდინარე რეჟიმში შემოწმებას. იმ შემთხვევაში თუ თქვენ წარმატებით გაივლით დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესს, შეძლებთ დისტანციურ რეჟიმში მიიღოთ და ისარგებლოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტებითა და სერვისებით. ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ბანკის მიერ შემუშავებულია სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი მონაცემების დაცულობას. კერძოდ, ტექნიკური საშუალებისთვის გამოიყენება სერვისები, რომელთა სერვერებიც მდებარეობს ევროკავშირის ტერიტორიაზე და იმ სახელმწიფოებში, რომელთაც გააჩნიათ  GDPR-ით გარანტირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.

 

ავტომატიზებული  ინდივიდუალური გადაწყვეტილება და პროფაილინგი
 

თქვენ შესახებ ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მოხდეს პროფაილინგის საფუძველზე, ავტომატური დამუშავების საშუალებებზე დაყრდნობით. კერძოდ, როცა თქვენ მოგვმართავთ სესხის ან სხვა ისეთი პროდუქტის მიღების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული, თქვენი მონაცემების დამუშავებას ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად. 
თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავებისას, ბანკმა შესაძლოა გამოიყენოს პროფაილინგი. პროფაილინგი გულისხმობს პერსონალური მონაცემების ავტომატიზებულ დამუშავებას, თქვენთან დაკავშირებული გარკვეული ასპექტების შესაფასებლად, ანალიზის ან პროგნოზირების მიზნით. კერძოდ, ბანკი პროფაილინგს იყენებს თქვენთვის დამახასიათებელი ქცევის დაკვირვების საფუძველზე, რისკის დონის შეფასების მიზნით. შესაბამისად, პროფაილინგის გამოყენებით მონაცემების დამუშავების და ქცევის ანალიზის მიზანს წარმოადგენს, მონაცემების შეფასება და პროგნოზირება.
ბანკმა, მომსახურების უსაფრთხოების, თაღლითობის პრევენციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, რისკების მართვისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაძლოა გამოიყენოს პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ელემენტები, მათ შორის - პროფაილინგი.
ასეთი დამუშავება გამოიყენება, მაგალითად:

  • საეჭვო ან არატიპური ტრანზაქციების გამოვლენისათვის;
  • თაღლითური ქმედებების პრევენციისათვის;
  • რისკის შეფასებისა და მართვისათვის;
  • კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის.

მონაცემთა სამართლიანი და გამჭვირვალე დამუშავების უზრუნველსაყოფად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონკრეტული გარემოებებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ბანკი იყენებს პროფაილინგისთვის საჭირო მათემატიკურ და სტატისტიკურ მეთოდებს. ამასთან, ჩვენ მიღებული გვაქვს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება პერსონალურ მონაცემებში უზუსტობების და შეცდომის დაშვების რისკების შემცირებას, პერსონალური მონაცემების იმგვარად დაცვას, რომ გათვალისწინებულ იქნეს მონაცემთა სუბიექტის ინტერესებისა და უფლებების დამაზიანებელი პოტენციური რისკები და არ მოხდეს მონაცემთა სუბიექტების დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. ამასთან, ბანკი უზრუნველყოფს, ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებასა და პროფაილინგის შედეგებში ადამიანური რესურსის ჩართულობას და ნებისმიერი ავტომატიზებული გადაწყვეტილება ექვემდებარება ბანკის თანამშრომლების მხრიდან გადასინჯვას. აღნიშნული კი კიდევ უფრო ამცირებს რისკებს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვას.
ბანკი უზრუნველყოფს, რომ ავტომატიზებული დამუშავების პროცესები განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ავტომატიზებულ დამუშავებას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან სხვა არსებითი გავლენა მონაცემთა სუბიექტზე, უზრუნველყოფილი იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გარანტიები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის მონაწილეობით გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობა.
თქვენ გაქვთ უფლება, არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენთვის სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება:

  • ეფუძნება თქვენ მიერ აშკარად გამოხატულ თანხმობას;
  • აუცილებელია ჩვენს შორის ხელშეკრულების დასადებად, ან უკვე არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად;
    გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 

გადახდები, გადარიცხვები
 

ბანკი მომხმარებლის მიერ ინიცირებული გადახდების, გადარიცხვებისა და სხვა საგადახდო ოპერაციების შესრულების მიზნით ამუშავებს შესაბამის პერსონალურ მონაცემებს და, საჭიროების შემთხვევაში, გადასცემს მათ იმ მესამე პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია შესაბამისი ოპერაციის განხორციელებისათვის.
ოპერაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს, მათ შორის:

  • მიმღებ ბანკს ან სხვა გადახდის მომსახურების პროვაიდერს;
  • კორესპონდენტ ბანკებს;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო საგადახდო სისტემებსა და ქსელებს (მათ შორის, Visa, Mastercard, SWIFT და სხვა შესაბამის სისტემებს);
  • კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემების ოპერატორებს;
  • ელექტრონული გადახდების, ბარათების დამუშავების (Card Processing) ან სხვა საგადახდო ინფრასტრუქტურის მომსახურების მიმწოდებლებს;
  • ტექნოლოგიურ და ინფორმაციული სისტემების მომსახურების მიმწოდებლებს, თუ მათი მონაწილეობა აუცილებელია ოპერაციის დამუშავების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ტექნიკური მხარდაჭერის ან თაღლითობის პრევენციის მიზნით;
  • საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს, როდესაც ასეთი გადაცემა კანონით არის მოთხოვნილი.

აღნიშნული ოპერაციების შესრულების ფარგლებში შესაძლოა დამუშავდეს, მათ შორის, მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ანგარიშის ნომერი (IBAN), ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია, ტრანზაქციის დეტალები, გადამხდელისა და მიმღების მონაცემები, გადახდის დანიშნულება, თანხა, თარიღი, დრო, ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოწყობილობისა და ტრანზაქციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ტექნიკური მონაცემები, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის დამუშავებაც აუცილებელია შესაბამისი საგადახდო ოპერაციის განხორციელებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან, გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ სათანადო მარეგულირებელი ნორმები დადგენილი აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს. 
ბანკი უზრუნველყოფს, რომ გადახდებისა და გადარიცხვების პროცესში ჩართული მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემები გადაეცეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ოპერაციის შესრულების, ტრანზაქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, თაღლითობის პრევენციის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და მომხმარებლისათვის მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ან გადარიცხვის განხორციელება დაკავშირებულია პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემასთან, ასეთი გადაცემა განხორციელდება წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
 

უფლებამოსილი პირები
 

ბანკმა, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნით, შესაძლოა ისარგებლოს უფლებამოსილი პირების (კონტრაქტორების) მომსახურებით, რომლებიც ბანკის სახელით და მისი დავალებით ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს.
უფლებამოსილი პირები შეიძლება ახორციელებდნენ, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, პროგრამული უზრუნველყოფის, ღრუბლოვანი სერვისების, მონაცემთა შენახვის, ტექნიკური მხარდაჭერის, გადახდების დამუშავების, ბარათების პერსონალიზაციის, კომუნიკაციის, არქივირების, ინფორმაციული უსაფრთხოების, დოკუმენტების მართვისა და სხვა მომსახურებებს, რომელთა განხორციელებაც დაკავშირებულია პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან.
ბანკი უფლებამოსილ პირს ირჩევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დამუშავებისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და ბანკის შიდა სტანდარტებით გათვალისწინებული შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების დანერგვას.
უფლებამოსილი პირი პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ ბანკის წერილობითი ან სხვა დოკუმენტურად დადასტურებული მითითებების შესაბამისად, მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და მოცულობის ფარგლებში და არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს პერსონალური მონაცემები საკუთარი მიზნებისთვის.
ბანკსა და უფლებამოსილ პირს შორის ურთიერთობა რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზანს, ხასიათს, ხანგრძლივობას, მონაცემთა კატეგორიებს, მონაცემთა სუბიექტების კატეგორიებს, მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, აგრეთვე პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოთხოვნებს.
ბანკი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს უფლებამოსილი პირების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის ზედამხედველობას და უზრუნველყოფს, რომ ისინი მუდმივად აკმაყოფილებდნენ მოქმედი კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებს.
 

პირდაპირი მარკეტინგი 
 

პირდაპირი მარკეტინგის განხორცილების მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ თქვენ მიერ წინასწარ გაცხადებული თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული მიზნით თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ, რათა მოგაწოდოთ პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ  ინფორმაცია.
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა, დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას და შევწყვეტთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნას თუ ანალოგური შინაარსის სხვა ტიპის კომუნიკაციას. 
მიუხედავად იმისა, თქვენ გააუქმებთ თუ არა თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე, ბანკი გამოგიგზავნით საინფორმაციო SMS შეტყობინებებს, რათა უზრუნველვყოთ თქვენი დროული ინფორმირება და მომსახურების ხელმისაწვდომობა.
 

თანხმობის გამოხმობა
 

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობის გამოხმობის შესახებ მოთხოვნა შეგიძლიათ ბანკს წარუდგინოთ ნებისმიერ დროს. თანხმობის გამოხმობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს თქვენ მიერვე გაცხადებული თანხმობა.

თუ თქვენ გადაწყვეტთ მონაცემთა დამუშავების შესახებ გაცხადებული თანხმობის გამოხმობას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, მათ შორის, ამავე შეტყობინებაში მითითებული თქვენთვის ხელსაყრელი საშუალებით.
 

მონაცემთა გამჟღავნება
 

ბანკი პერსონალურ მონაცემებს გადასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამისათვის არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და მონაცემთა გადაცემა აუცილებელია საბანკო მომსახურების გაწევის, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ან ბანკის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

  • „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის ფარგლებში (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოსთვის);
  • საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროსთვის;
  • შემოსავლების სამსახურისთვის;
  • ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის;
  • აღსრულების ბიუროსა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის;
  • სადაზღვევო კომპანიებისთვის;
  • მომსახურების პროვაიდერების, მათ შორის, ბანკის გარე აუდიტორების, კონსულტანტების, მრჩევლების, საკურიერო და კვლევით ორგანიზაციების, სერვისების მომწოდებლების (მაგ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისები, გადახდების, გადარიცხვებისა და ბანკის სხვა უფლებამოსილი პირების) და სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე პირებისთვის;
  • საერთაშორისო გადარიცხვებისას შუამავალ ბანკებისთვის, Visa-ს, Mastercard-სა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
     
მიმღების კატეგორია გადაცემის მიზანი

საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა
უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები

კანონით გათვალისწინებული
ვალდებულების შესრულება

სასამართლოები, საგამოძიებო ორგანოები
და სამართალდამცავი უწყებები

კანონით გათვალისწინებული
მოთხოვნების შესრულება

საკრედიტო - საინფორმაციო ბიურო

საკრედიტო რისკის შეფასება და
კანონით განსაზღვრული
ვალდებულებების შესრულება

გადახდის სისტემები (Visa, Mastercard და სხვა)

ადგილობრივი და საერთაშორისო
გადახდების შესრულება

კორესპონდენტი ბანკები

საერთაშორისო საბანკო ოპერაციების შესრულება,
კანონით გათვალისწინებული
ვალდებულების შესრულება

IT მომსახურების მიმწოდებლები

პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების
ადმინისტრირებისა და ტექნიკური
მხარდაჭერის უზრუნველყოფა

ინფორმაციული უსაფრთხოების
მომსახურების პროვაიდერები

კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა,
ინციდენტების პრევენცია და გამოვლენა

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიები

აუდიტის, შესაბამისობის (Compliance)
და რისკების მართვის პროცესები

იურიდიული მომსახურების მიმწოდებლები

სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა
და დავების მართვა

ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების
ამოღების მომსახურების მიმწოდებლები
(საჭიროების შემთხვევაში)

მოთხოვნებისა და ვალდებულებების
აღსრულება

სადაზღვევო კომპანიები
(შესაბამისი პროდუქტის შემთხვევაში)

დაზღვევის მომსახურების ადმინისტრირება

ბანკის კონტრაქტორი
მომსახურების მიმწოდებლები

მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია
შესაბამისი მომსახურების გასაწევად


თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება/გადაცემა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სამომავლოდ შეიცვლება ბანკის სტრუქტურა.  მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ბანკი გადაწყვეტს გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან განახორციელოს შერწყმის ოპერაცია.
ზემოხსენებული, რომელიმე პროცესის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ/გადავცეთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, იმ პირობით, რომ ხსენებული მხარე, წინასწარ სავალდებულოდ იკისრებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.
თუ ბანკის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში, სხვა მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი მონაცემები, აღნიშნული უნდა განხორციელდეს წინამდებარე შეტყობინებითა და კანონით განსაზღვრული წესითა და ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობთ საკრედიტო პროდუქტებით, საკრედიტო ურთიერთობის მთელი პერიოდისთვის, კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის თქვენი გადახდების შესახებ ინფორმაციას, დახურული და ვადაგადაცილებული სესხების დეტალებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ვაწვდით საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ს. თავის მხრივ, საკრედიტო ბიურო, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ინფორმაციას უზიარებს სხვა პირებს.
ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება/გადაცემა,  ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, მონაცემები მესამე პირებს გადაეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნა, და ამასთან, ასეთი მესამე პირები იკისრებენ მონაცემთა სათანადო წესით დამუშავების და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას. მონაცემთა მიმღებები ვალდებულნი არიან მიღებული მონაცემები გამოიყენონ მხოლოდ იმ მიზნებისთვის და იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გაწევის ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს მივცეთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესების შესაბამისად, გავცეთ თქვენი ინფორმაცია კლიენტების ან სხვა პირთა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნებით.
მესამე პირებთან ურთიერთობის დაწყებამდე ან/და პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, ჩვენ ვამოწმებთ, მიღებულია თუ არა მესამე მხარის მიერ მონაცემთა დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები. თქვენს მონაცემებს არ გადავცემთ, თუ არსებობს მათი არამიზნობრივი დამუშავების ან თქვენი უფლებების შელახვის მაღალი საფრთხე.
ბანკი არ გადასცემს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს მათი საკუთარი მარკეტინგული მიზნებისთვის, თუ ამისათვის არ არსებობს თქვენი წინასწარი თანხმობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძველი.
* ხშირ შემთხვევაში, მონაცემების მესამე პირებისთვის გაზიარებას ბანკს ავალდებულებს საქართველოს კანონმდებლობა, რის შესახებაც ინფორმაციას გაწვდით წინამდებარე დოკუმენტით. თუ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უარს იტყვით მონაცემთა მესამე პირებისთვის გაზიარებაზე/გადაცემაზე, თქვენთვის მომსახურების გაწევა შეიძლება ვერ განხორციელდეს.
 

საერთაშორისო გადაცემა
 

სხვა ქვეყნებში თქვენი მონაცემების გაზიარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამის ქვეყანაში უზრუნველყოფილია მონაცემების და უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები.  თუ თქვენს მონაცემებს გადავცემთ ისეთ ქვეყანას, სადაც არ არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, ბანკი გააფორმებს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და მოიპოვებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნებართვას ან/და თქვენს თანხმობას.
ზოგიერთ შემთხვევაში, ბანკის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს სხვა სახელმწიფოში მდებარე პირებს ან ორგანიზაციებს, თუ ეს აუცილებელია:

  • მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურების გაწევისათვის;
  • საერთაშორისო გადახდების განხორციელებისათვის;
  • ბანკის ინფორმაციული სისტემების ადმინისტრირებისა და ტექნიკური მხარდაჭერისათვის;
  • ბანკის ჯგუფის შიდა ადმინისტრაციული მიზნებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის.

ასეთი გადაცემის შემთხვევაში, ბანკი იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ზომას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თქვენი მონაცემების უსაფრთხოება, რაც მათ შორის მოიცავს, თქვენ მონაცემებზე არაუფლებამოსილი პირების წვდომის გამორიცხვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. 

ვის შეიძლება გადაეცეს მონაცემები
მონაცემები შესაძლოა გადაეცეს, მათ შორის:

  • საერთაშორისო საგადახდო სისტემებს (მაგ.: Visa, Mastercard, SWIFT);
  • ბანკის ტექნოლოგიურ პარტნიორებს;
  • ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მომსახურების მიმწოდებლებს;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მომსახურების პროვაიდერებს;
  • პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებს;
  • ბანკის ჯგუფის წევრ კომპანიებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

რა გარანტიებით ხდება გადაცემა
თუ პერსონალური მონაცემები გადაიცემა ისეთ სახელმწიფოში, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი არ არის საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული, ბანკი უზრუნველყოფს, რომ მონაცემთა გადაცემა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და გამოყენებულ იქნას მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.

ასეთი გარანტიები შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად:

  • ხელშეკრულებით დადგენილ მონაცემთა დაცვის ვალდებულებებს;
  • მონაცემთა დაცვის სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს, მათ შორის, მონაცემთა დამუშავებაზე შეთანხმებას (საჭიროების შემთხვევაში);
  • შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვას, როდესაც ასეთი ნებართვა კანონით არის მოთხოვნილი;
  • მონაცემთა სუბიექტის თანხმობას;
  • კანონით გათვალისწინებულ სხვა სამართლებრივ საფუძვლებს.
     

მონაცემთა შენახვა და შენახვის ვადები
 

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ პროცესიდან გამომდინარე, თუ რა პროცესშიც დავამუშავეთ, მათ შორის, მივიღეთ და შევაგროვეთ მონაცემები. მონაცემების ელექტრონულად, დამუშავების, მათ შორის, მიღების და შეგროვების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები ინახება უსაფრთხოებისთვის სათანადო ზომების გათვალისწინებით და დაცულია არამართლზომიერი ან შემთხვევითი დაზიანებისგან, დაკარგვისგან, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებისგან, განადგურებისგან, შეცვლისგან, მათზე წვდომისგან, მათი შეგროვებისგან/მოპოვებისგან ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებისგან. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მიღებულია მონაცემთა უსაფრთხოების სათანადო ორგანიზაციული, ტექნიკური და სამართლებრივი ზომები. 
თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თქვენ მიერ და თქვენს ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ვინახავთ მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ სულ მცირე 15  წლის ვადით, შემდეგი მიზეზების გათვალისწინებით:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;
  • თქვენ მიმართ სამართლიანი მოპყრობის დადასტურების მიზნით;
  • საქმის წარმოების განხორციელების მიზნებისთვის საბანკო საქმიანობასთან მიმართებით არსებული რეგულაციის ფარგლებში;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.

ბანკი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს მის ნებისმიერ გარიგებასთან დაკავშირებული ყველა საბუთი, კერძოდ: შუამდგომლობები და სახელშეკრულებო საბუთები, რომლებიც გარიგებას ეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით), ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას, გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი,  ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საჭირო მონაცემები ინახება ამავე კანონით განსაზღვრული ვადით.
 

მონაცემთა კატეგორია

დამუშავების მიზანი

შენახვის ვადის განსაზღვრის კრიტერიუმი

კლიენტის საიდენტიფიკაციო
და KYC მონაცემები

ანგარიშის გახსნა,
მომხმარებლის იდენტიფიკაცია,
AML/CFT მოთხოვნების შესრულება

სახელშეკრულებო ურთიერთობის
არსებობის პერიოდში და  მისი
დასრულების შემდეგ კანონმდებლობით
დადგენილი 5 წლის ვადით.

სახელშეკრულებო დოკუმენტები

ხელშეკრულების შესრულება და
სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში
და შესაბამისი ხანდაზმულობის ან
კანონით დადგენილი ვადით

საგადასახადო ოპერაციების
მონაცემები

საბანკო ოპერაციების შესრულება,
აღრიცხვა, დავების განხილვა

საქართველოს კანონმდებლობითა და
საბანკო რეგულაციებით განსაზღვრული
15 წლიანი ვადით

სალარო ოპერაციები

საბანკო ოპერაციების შესრულება,
აღრიცხვა

„კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში
ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან
დაკავშირებული ოპერაციების წარმოების
წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების
შესაბამისად, 6 წლის ვადით

სატელეფონო საუბრების
ჩანაწერები

მომსახურების ხარისხის კონტროლი,
დავების გადაწყვეტა, უსაფრთხოება

ბანკის აუდიომონიტორინგის წესის
შესაბამისად განსაზღვრული 3 წლის ვადით,
თუ კანონმდებლობით სხვა რამ
არ არის დადგენილი

ვიდეომონიტორინგის
სისტემის ჩანაწერები

ქონებისა და პირთა უსაფრთხოების
უზრუნველყოფა

ბანკის ვიდეომონიტორინგის პოლიტიკით
განსაზღვრული 30 დღის ვადით,
თუ კანონმდებლობით სხვა რამ
არ არის დადგენილი

ვებსაიტის, ინტერნეტ-ბანკისა
და მობაილ-ბანკის ლოგები
ინფორმაციული უსაფრთხოება,
დანაშაულებრივი ქმედებების,
მათ შორის თაღლითობის პრევენცია,
სისტემების გამართული ფუნქციონირება

შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნებისა
და შიდა პოლიტიკის შესაბამისად

მარკეტინგული კომუნიკაციისთვის
დამუშავებული მონაცემები

პირდაპირი მარკეტინგი

მომხმარებლის თანხმობის გაუქმებამდე
ან დამუშავების მიზნის არსებობის პერიოდში

მომხმარებელთა კმაყოფილებისა
და მიღებული მომსახურების
ხარისხის შეფასების კვლევის
მიზნით დამუშავებული მონაცემები

მომსახურების ხარისხის კონტროლი,
მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება,
ეფექტიანი მომსახურების დაგეგმვა

კვლევის მიზნის არსებობის პერიოდში


შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, ბანკი უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების წაშლას, განადგურებას ან ანონიმიზაციას, თუ მათი შემდგომი შენახვა არ არის აუცილებელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების, სამართლებრივი მოთხოვნის ან ბანკის კანონიერი ინტერესის დასაცავად.
* თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 15 წელზე მეტი ვადით ან/და ამ ვადისგან განსახვავებული ვადით, იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო ან კანონმდებლობით დადგენილია მისი შენახვისთვის განსაზღვრული  სხვა ვადა.
 

თქვენი უფლებები
 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ დადასტურება იმის შესახებ მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები, დამუშავების საფუძვლის,  მიზნისა და შენახვის ვადების მითითებით;
  • გაეცნოთ თქვენ შესახებ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს;
  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • მიიღოთ თქვენ შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
  • მოითხოვოთ თქვენ შესახებ ჩვენთან არსებული პერსონალური მონაცემების წაშლა;
  • მოითხოვოთ თქვენ შესახებ ჩვენთან არსებული პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვა (არსებობის შემთხვევაში);
  • მოითხოვოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობის გამოხმობა;
  • ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით გარანტირებული სხვა უფლებების რეალიზება.

ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც შესაძლოა გახდეს საფუძველი, რომ ვერ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა და ვერ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი. ბანკი ზრუნავს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე და დაცვაზე, ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.
თქვენ გარანტირებული გაქვთ ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა, შეგიძლიათ მიმართოთ კონსულტაციისთვის და  დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბანკის ვებსაიტზე და ასევე, მითითებულია წინამდებარე შეტყობინების დასასრულს.
თუ გსურთ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე უფლებით, შეგიძლიათ შესაბამისი მოთხოვნით მიმართოთ ბანკს ქვემოთ მითითებული საკონტაქტო არხების საშუალებით.
მოთხოვნის მიღების შემდეგ ბანკმა, მოთხოვნის ხასიათისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაძლოა მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტები თქვენი იდენტიფიკაციის მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული პერსონალური მონაცემების არაუფლებამოსილი გამჟღავნება.
ბანკი თქვენს მოთხოვნას განიხილავს და პასუხს გაგცემთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
თუ კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არსებობს, ბანკს უფლება აქვს სრულად ან ნაწილობრივ უარი თქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რის შესახებაც მოგაწვდით შესაბამის დასაბუთებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დასაბუთების მიწოდება შეზღუდულია კანონით.
თუ მიიჩნევთ, რომ ბანკი თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, უფლება გაქვთ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (საკონტაქტო მონაცემები ხელმისაწვდომია ვებსაიტზე - https://pdp.sao.ge/ka) ან დაიცვათ თქვენი უფლებები სასამართლოს წესით.
 

უფლებების შეზღუდვა
 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
  • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
  • ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
  • მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
  • მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
  • სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
  • სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, ბანკის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
 

მზა ჩანაწერები (Cookies)
 

ვებსაიტითა და მობილური აპლიკაციით მომსახურების ფარგლებში, ბანკი იყენებს მზა ჩანაწერებს, ე.წ. Cookie ფაილებს. Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი - მზა ჩანაწერი, რომელსაც ვებგვერდი აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში/აპლიკაციაში, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებსაიტს/აპლიკაციას. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის, განხორციელებული ქმედებების და ვებსაიტის/აპლიკაციის მისამართის შესახებ. მზა ჩანაწერები მოქმედებენ როგორც ერთგვარი "მეხსიერება," რომელიც იმახსოვრებს თქვენს ქცევას ვებსაიტზე/აპლიკაციაში სტუმრობისას და საშუალებას აძლევს საიტს/აპლიკაციას, წინა ვიზიტების მიხედვით უკეთ მოარგოს მომსახურება თქვენს საჭიროებებს, რაც საბოლოოდ ქმნის უფრო პერსონალიზებულ და კომფორტულ გამოცდილებას.
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ვებსაიტზე/აპლიკაციაში თქვენი ვიზიტის შესახებ, შემდეგი სახის Cookie ფაილების გამოყენებით:
აუცილებელი Cookie ფაილები: უზრუნველყოფენ საიტის/აპლიკაციის შეუფერხებლად მუშაობას და ინახავენ მონაცემებს, როგორიცაა, ინფორმაცია თქვენი ვიზიტის, IP მისამართის, ვებგვერდის/აპლიკაციის მისამართის, ვებგვერდის შიგნით/აპლიკაციაში გავლილი გზის შესახებ და სხვა ისეთ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ვებგვერდის/აპლიკაციის ფუნქციების გამოსაყენებლად და გასაუმჯობესებლად.
ანალიტიკური Cookie ფაილები: გამოიყენება ვებსაიტის/აპლიკაციის გამოყენების ანალიზისთვის და მისი მუშაობის გაუმჯობესებისთვის. ინახავს მონაცემებს თქვენი ქცევის შესახებ, მაგალითად, რამდენ დროს ატარებთ ვებსაიტზე/აპლიკაციაში, რომელ ღილაკს აჭერთ, რომელ ბმულებზე გადადიხართ, რამდენად ხშირად სტუმრობთ ვებსაიტს/აპლიკაციას და როგორ გადააგდილდებით (საძიებო სისტემიდან, სხვა საიტებიდან, პირდაპირ ბმულიდან და სხვა.). 
Google Analytic-ის მომხმარებლის შიდა იდენტიფიკატორი - Google Analytic-ი არის მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც ვებსაიტის მფლობელს, მომხმარებლებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების მიღებაში ეხმარება. ამისათვის კომპიუტერში გროვდება გარკვეული მზა ჩანაწერები. მომხმარებლის შიდა იდენტიფიკატორი ინახება 2 წლის განმავლობაში და მისი წაშლა შესაძლებელია ვებსაიტის პარამეტრებიდან.
* აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვამუშავებთ ვებგვერდით სარგებლობის ხარისხის (UX) გაუმჯობესების მიზნით. ჩვენს მიერ გამოყენებული Cookies ფაილები არ ინახავს იმგვარ პერსონალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თქვენს პირდაპირ იდენტიფიცირებას. Cookies ფაილებით შეგროვებული და შენახული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის შეტყობინებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

Cookie ფაილების მართვა: თქვენ შეგიძლიათ მართოთ „მზა ჩანაწერები“ (Cookies) თქვენივე ბრაუზერიდან, ამისთვის დაგეხმარებათ მითითებული ბმულები:
https://shorturl.at/eJ2jP - (Firefox)
https://shorturl.at/IwzHS - (Chrome)
https://support.apple.com/en-us/105082 - (Safari web and IOS)
 
იმ შემთხვევაში თუ გსურთ მეტი ინფორმაცია გაიგოთ Cookie ფაილების შესახებ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
https://allaboutcookies.org/
 

უსაფრთხოების ზომები
 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. ბანკი, პერსონალური მონაცემების კატეგორიის, მოცულობის, დამუშავების მიზნების, გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებებისათვის შესაძლო რისკების გათვალისწინებით, ახორციელებს შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ღონისძიებებს.
აღნიშნული ღონისძიებების მიზანია პერსონალური მონაცემების დაცვა შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, დაკარგვისგან, ცვლილებისგან, გამჟღავნებისგან, გავრცელებისგან, დაბლოკვისგან, კოპირებისგან, არაავტორიზებული წვდომისა და ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო დამუშავებისგან.
ბანკის მიერ დანერგილი უსაფრთხოების ღონისძიებები, შესაბამის შემთხვევებში, მოიცავს:

  • პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მინიჭებას მხოლოდ იმ თანამშრომლებისა და სხვა უფლებამოსილი პირებისთვის, რომელთაც მონაცემებზე წვდომა ესაჭიროებათ სამსახურებრივი ან სახელშეკრულებო მოვალეობების შესასრულებლად;
  • მომხმარებელთა წვდომის უფლებების განსაზღვრას მათი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად და მინიმალური აუცილებელი წვდომის პრინციპის გამოყენებას;
  • ინფორმაციულ სისტემებში მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის მექანიზმების გამოყენებას;
  • მაღალი რისკის სისტემებსა და დისტანციურ სერვისებზე წვდომისას დამატებითი უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის, შესაბამის შემთხვევებში, მრავალფაქტორიან ავთენტიფიკაციას;
  • წვდომის უფლებების პერიოდულ გადახედვას, შეცვლასა და გაუქმებას, მათ შორის, თანამშრომლის ფუნქციის ცვლილების ან ბანკთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში;
  • პერსონალური მონაცემების ფსევდონიმიზაციას, დაშიფვრას ან სხვა შესაბამისი დამცავი მექანიზმების გამოყენებას, როდესაც ეს აუცილებელია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად;
  • პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემის, შენახვის, დაარქივებისა და განადგურების პროცედურებს;
  • მონაცემთა დამუშავების მოქმედებების, სისტემებში წვდომისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების აღრიცხვასა და მონიტორინგს;
  • არაავტორიზებული წვდომის, საეჭვო აქტივობისა და შესაძლო კიბერშეტევების გამოვლენისა და პრევენციის მექანიზმებს;
  • ინფორმაციული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების მექანიზმების განახლებას, მათ შორის, გამოვლენილი მოწყვლადობების დროულ მართვას;
  • ტექნიკური ინფრასტრუქტურის დაცვას მავნე პროგრამებისგან, არაავტორიზებული კავშირისგან და სხვა კიბერსაფრთხეებისგან;
  • მონაცემთა სარეზერვო ასლების შექმნასა და სისტემების აღდგენის მექანიზმებს, რათა ტექნიკური შეფერხების ან ინციდენტის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მონაცემების ხელმისაწვდომობისა და მთლიანობის აღდგენა;
  • ინფორმაციული სისტემებისა და მონაცემთა დამუშავების პროცესების მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის ღონისძიებებს;
  • უსაფრთხოების ღონისძიებების ეფექტიანობის პერიოდულ შეფასებას, შემოწმებასა და, საჭიროების შემთხვევაში, გაუმჯობესებას;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან ან ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების გამოვლენის, შეფასების, აღრიცხვის, რეაგირებისა და შედეგების შემცირების პროცედურებს;
  • ინციდენტის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსა და მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
  • თანამშრომელთა ინფორმირებასა და პერიოდულ გადამზადებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის, კონფიდენციალურობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე;
  • თანამშრომლებისა და სხვა უფლებამოსილი პირებისათვის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების განსაზღვრას;
  • მომსახურების მიმწოდებლებისა და სხვა კონტრაქტორი პირების შერჩევისას მათ მიერ მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობის შეფასებას;
  • მონაცემთა დამუშავებაში ჩართულ მომსახურების მიმწოდებლებთან შესაბამისი სახელშეკრულებო, ორგანიზაციული და ტექნიკური გარანტიების განსაზღვრას და მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს;
  • ფიზიკური უსაფრთხოების ღონისძიებებს იმ შენობებსა და სივრცეებში, სადაც ინახება ან სხვაგვარად მუშავდება პერსონალური მონაცემები.

ბანკი უსაფრთხოების ღონისძიებებს განსაზღვრავს და პერიოდულად განიხილავს არსებული და მოსალოდნელი რისკების, ტექნოლოგიური განვითარების, დამუშავებული მონაცემების ხასიათისა და მოქმედი საკანონმდებლო თუ მარეგულირებელი მოთხოვნების გათვალისწინებით.
მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების არცერთ სისტემას არ შეუძლია ყველა შესაძლო საფრთხის სრულად გამორიცხვა, ბანკი იღებს გონივრულ და რისკების შესაბამის ზომებს უსაფრთხოების ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, დროულად გამოსავლენად და მათ შესაძლო შედეგებზე რეაგირებისათვის.
თქვენც შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დაცვას. ამისათვის მნიშვნელოვანია, არ გაამჟღავნოთ ინტერნეტ ან მობაილ ბანკთან დაკავშირებული პაროლი, ერთჯერადი კოდი, PIN-კოდი ან სხვა საავტორიზაციო მონაცემი, გამოიყენოთ დაცული მოწყობილობა და საეჭვო მოქმედების, შეტყობინების ან ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ბანკს.
 

კონფიდენციალურობის შეტყობინების ცვლილება
 

ბანკი უფლებამოსილია პერიოდულად განაახლოს წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინება, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების, ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვის, პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების ცვლილების, უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების ან სხვა სამართლებრივი, ტექნიკური თუ ორგანიზაციული გარემოებების გათვალისწინებით.
კონფიდენციალურობის შეტყობინების განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზე - https://halykbank.ge/ და ძალაში შევა მასში მითითებული თარიღიდან, თუ თავად შეტყობინებით სხვა რამ არ იქნება განსაზღვრული.
თუ ცვლილება არსებით გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებზე ან მონაცემთა სუბიექტის უფლებებზე, ბანკი, შესაძლებლობის ფარგლებში და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უზრუნველყოფს მომხმარებლის ინფორმირებას შესაბამისი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით.
კონფიდენციალურობის შეტყობინების უახლესი ვერსია მუდმივად ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზე. რეკომენდებულია მომხმარებელი პერიოდულად გაეცნოს მის შინაარსს, რათა ინფორმირებული იყოს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული აქტუალური პირობების შესახებ.
 

დაგვიკავშირდით
 

თუ გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებისა თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჩვენეულ პრაქტიკასთან დაკავშრებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ასევე, გთხოვთ დაუყონებლივ დაგვიკავშირდეთ, თუ ფიქრობთ, რომ ირღვევა თქვენი უფლებები ან გაქვთ კითხვა, ან გჭირდებათ კონსულტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან.
თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ბანკის როგორც სათაო ოფისს, ასევე ბანკის ნებისმიერ ფილიალს;
დაგვიკავშირდეთ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკის საშუალებით;
ტელეფონი: (+995 32) 2 24 07 07
მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე:  info@hbg.ge
დაუკავშირდით ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ქვემოთ მითითებული საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ჯონი ჩონიაძე
საკონატქტო ინფორმაცია  - ტელ.: (+995 32) 224 07 07 (*618); ელ-ფოსტა: Jchoniadze@hbg.ge


დოკუმენტის ბოლო განახლება: 2026 წლის ივლისი