ანონიმური შეტყობინება
ანონიმური შეტყობინება დარღვევების შესახებ
ანონიმური შეტყობინება სრულად კონფიდენციალურია. მიმოწერის პროცესი იმართება იმგვარად, რომ ბანკისთვის თქვენი იდენტიფიცირება შეუძლებელია.
„ხალიკ ბანკ საქართველო“ თავის საქმიანობას ეფუძნებს პროფესიონალიზმის, გამჭვირვალობის, მაღალი ბიზნეს ეთიკისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული თანამშრომლის სამართლებრივი და ეთიკური ქცევა, რის გამოც გთავაზობთ სპეციალურ, დაცულ პლატფორმას ანონიმური მხილებისთვის.
ამ ვებგვერდის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ კონფიდენციალურად შეგვატყობინოთ ნებისმიერი ინციდენტის, დარღვევის ან საფუძვლიანი ეჭვის შესახებ, რომელიც უკავშირდება ბანკისა თუ მისი შვილობილი ორგანიზაციების თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ შემდეგ ქმედებებს:
- ფინანსური დანაშაული: მონაწილეობა თაღლითურ სქემებში, კორუფციულ გარიგებებსა თუ ფულის გათეთრებაში;
- შიდა წესების დარღვევა: ბანკის/შვილობილი კომპანიების შიდა დებულებების, ინსტრუქციებისა და პოლიტიკის უგულვებელყოფა;
- არაკორექტული სამუშაო გარემო: თანამშრომლებზე განხორციელებული მორალური, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლა, დევნა და ბულინგი;
- ინტერესთა კონფლიქტი: პირადი და პროფესიული ინტერესების შეუსაბამობის დამალვა ან უგულვებელყოფა;
- სისხლის სამართლის დანაშაული: ქურდობა, დოკუმენტების გაყალბება, მითვისება და სხვა;
- რეპუტაციული და ფინანსური რისკები: ნებისმიერი სახის არაკეთილსინდისიერი ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბანკის ინტერესებს, იწვევს მატერიალურ ან იმიჯურ ზიანს, ან ხელს უშლის თანამშრომლებს მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებაში.
როგორ დააფიქსიროთ შეტყობინება?
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ანონიმური მხილების სპეციალურად დაცული ვებგვერდით, რომელიც გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი ვინაობა სრულად დაფარული დარჩება: ანონიმური მხილების დაცული პლატფორმა
- *გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ გსურთ ანონიმურობის შენარჩუნება, შეტყობინებაში ან უკუკავშირისთვის განსაზღვრულ მონაცემებში (თუ კი ასეთით სარგებლობას გადაწყვეტთ), არ მიუთითოთ თქვენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
- თუ უკუკავშირის მისაღებად აირჩევთ ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციას, ანონიმურობის შესანარჩუნებლად, გამოიყენეთ ისეთი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც არ შეიცავს თქვენი ან მესამე პირების პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, სახელსა და გვარს.
- ასევე, თუ თქვენი პრობლემის აღწერისთვის არ არის აუცილებელი, შეტყობინებაში ნუ მიუთითებთ რომელიმე პირის შესახებ სესნსიტიურ ინფომრაციას.
- გაგზავნის შემდეგ თქვენს შეტყობინებას ვეღარ წაიკითხავთ.