კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

ბანკის ისტორია

სს „ხალიკ ბანკი საქართველო", რომელიც არის ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ჯგუფის წევრი საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ყაზახეთის ბაზრის ლიდერი “ხალიკ ბანკი ყაზახეთია”. ხალიკ ბანკი არსებობის 100 წელზე მეტს ითვლის და რეგიონში უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს.
საუკუნეზე მეტია, რაც “ხალიკ ბანკი ყაზახეთი” ურყევი ერთგულებით ემსახურება მილიონობით ადამიანს და წვლილი შეაქვს სხვადასხვა ბიზნესის განვითარებაში.
ხალიკ ბანკი 2006 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.

2015 წლის აპრილში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-მა ხალიკ ბანკს მიანიჭა გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში   „BB-“ დონე. „Fitch Ratings“-ის აზრით, ბანკის დინამიკური ზრდა, აქტივების ხარისხი და დამფუძნებლის   სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთის“ მზაობა, აუცილებლობის შემთხვევაში მხარი დაუჭიროს თავის შვილობილ ბანკს, წარმოადგენენ რეიტინგის მინიჭების ძირითად ფაქტორებს. 2015 წელს ხალიკ ბანკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა საერთაშორისო საგადასახადო სისტემებთან   Visa-სა და Master Card-თან თანამშრომლობის გაღრმავება. ბანკმა მიიღო შესაბამისი ლიცენზიები ემისიასა და ექვაირინგში და წარმატებით დასრულდა სერტიფიცირების პროცესი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სრულყოფილი საბარათე მომსახურების გაწევის კუთხით. ბანკმა, პირველად საქართველოში, დანერგა თანამედროვე საგადახდო ინსტრუმენტი   mPOS-ტერმინალი, რაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ანგარიშსწორება ბარათების საშუალებით. აღნიშნული ფაქტი იძლევა სავაჭრო წერტილების, მათ შორის, იმ სეგმენტის ქსელში ჩართვის საშუალებას, სადაც ბარათებით ანგარიშსწორება ადრე არ ხდებოდა. 2015 წელს ბანკი ასევე შეუდგა ინტერნეტ გაყიდვებით დაკავებული საწარმოების მომსახურებას და შესაძლებლობა მისცა მათ, ისარგებლონ საფინანსო ოპერაციების სრული პაკეტით, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია VISA-ს და MasterCard-ის საბანკო ბარათებით ყველა გადახდასა და ანგარიშსწორებასთან.