კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები ონლაინ დახმარება

სუბსიდირებული იპოთეკა ახალშეძენილი შვილის მშობლებისთვის

უკან დაბრუნება
სუბსიდირებული იპოთეკა ახალშეძენილი შვილის მშობლებისთვის

თუ გყავთ 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეძენილი შვილი ან შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი და გსურთ შეიძინოთ ან ააშენოთ საცხოვრებელი უძრავი ქონება, გთავაზობთ გრძელვადიან იპოთეკურ სესხს მისი გაცემიდან 5 წლის მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსებით, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5%-ის ოდენობით, არაუმეტეს 6%-ისა.

მახასიათებლები

სესხის მაქსიმალური თანხა
200 000 ლარი*
სესხის მაქსიმალური ვადა
20 წელი
საპროცენტო განაკვეთი
5.00%-დან**
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
7.71%-დან

*თუ ქონების შესაძენად/ასაშენებლად გჭირდებათ მეტი თანხა, დარჩენილი თანხა დაფინანსდება პარალელური იპოთეკური სესხით, რომელზეც არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსება.
თუ სესხის გაცემიდან 5 წლის მანძილზე შეგეძინებათ მე-4 ან მეტი შვილი, შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებით მაქსიმუმ 200,000 ლარიანი იპოთეკური სესხით, რომელზეც გაცემიდან 5 წლის მანძილზე ასევე გავრცელდება პროცენტის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.
**მოცემული საპროცენტო განაკვეთები მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი (GEL).

 

  • დასაფინანსებელი უძრავი ქონება (შესაძენი/ასაშენებელი);
  • დამატებით შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას მსესხებლის/თანამსესხებლის საკუთრებაში არსებული/შესაძენი ან მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 
     
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • შემოსავლის დამადასტურებელი საბუთები;
  • სამოქალაქო ქორწინებში მყოფმა პირმა:
    • სამოქალაქო ქორწინების მოწმობა;
    • ცნობა განაცხადების შევსებისას განქორწინების ფაქტის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ;
  • მარტოხელა მშობელმა (არა განქორწინებულმა):
    • მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ქვრივმა:
    • სამოქალაქო ქორწინების მოწმობა;
    • მეუღლის გარდაცვალების მოწმობა;
  • შვილებთან დაკავშირებით:
    • არასრულწლოვანი შვილების/გერის/შვილად აყვანილი პირების დაბადების მოწმობები;
    • შვილად აყვანის შემთხვევაში, დამატებით შვილად აყვანის დამადასტურებელი საბუთი;
    • გერის შემთხვევაში, მის მშობელთან სამოქალაქო ქორწინების მოწმობა.
  • სტატუსი - სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი პირი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი
  • ასაკი - 21-70 წელი (ვადის ბოლოს)
  • შემოსავალი - ნებისმიერი სახის სტაბილური შემოსავალი: ხელფასი, დივიდენდი, იჯარა, გზავნილი, თვითდასაქმებით მიღებული შემოსავალი
  • თანამსესხებელი - თუ თქვენი შემოსავალი არ არის საკმარისი მოთხოვნილი თანხის მისაღებად, შეგიძლიათ თანამსესხებლად აიყვანოთ სტაბილური შემოსავლის მქონე ოჯახის რომელიმე წევრი/წევრები.

მსგავსი სესხები

Chat Trigger