იპოთეკა მომავალი მეიჯარეებისთვის
უკან დაბრუნება
თუ გსურთ უძრავი ქონების შეიძინოთ ან გაარემონტოთ უძრავი ქონება მისი შემდგომში გაქირავების მიზნით, შეგიძლიათ ისარგებლოთ იპოთეკური სესხით მომავალში მისაღები შემოსავლის გათვალისწინებით.
მახასიათებლები
სესხის ვალუტა
GEL, USD, EUR
სესხის მაქსიმალური ვადა
20 წელი
საპროცენტო განაკვეთის ტიპი
შერეული (გარკვეული პერიოდის განმავლობაში - ფიქსირებული, შემდეგ - ინდექსირებული**)
საპროცენტო განაკვეთი
ფიქსირებულ პერიოდში - 11%-დან GEL / 7%-დან USD / 5%-დან EUR ინდექსირებულ პერიოდში - ინდექსს + მინ. 4% (არანაკლებ ფიქსირებულ პერიოდში მოქმედი განაკვეთისა)
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
14.50%-დან GEL / 7.37%-დან USD / 5.24%-დან EUR
საშეღავათო პერიოდი
0-6 თვე
თანამონაწილეობა
0%-დან
დაფარვის წესი
ყოველთვიური, თანაბარი გადახდებით
გაცემის საკომისიო
0.5%-დან
განაღდების საკომისიო
0.2% (GEL), 0.5% (USD, EUR)
ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიო
0-2% (ფიქსირებულ პერიოდში) 0-0.5% (ინდექსირებულ პერიოდში)
ვადაგადაცილების ჯარიმა
ვადაგადაცილებული თანხის 0.4% (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), არაუმეტეს კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა
უძრავი ქონების დაზღვევა
არ არის სავალდებულო
სიცოცხლის დაზღვევა
არ არის სავალდებულო
შემოსავალი
არსებულ შემოსავალთან ერთად გაითვალისწინება მომავალში მისაღები იჯარის თანხა
იპოთეკის რეგისტრაციის + შეწყვეტის საფასური (ერთ ქონებაზე)
55 ლარი + 50 ლარი
*200,000 ლარზე ნაკლები სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.
**ინდექსირებულ პერიოდში საპროცენტო განაკვეთები მიბმულია საჯარო ინდექსებზე: საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი (GEL), 6 თვის ლიბორი (USD), 6 თვის ეურიბორი (EUR), რომლებიც შესაძლოა შეიცვალოს (გაიზარდოს ან შემცირდეს), შესაბამისად შეიცვლება სესხის საპროცენტო განაკვეთი და სესხის შენატანი
სესხის უზრუნველყოფა
- მსესხებლის/თანამსესხებლის საკუთრებაში არსებული/შესაძენი ან მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სესხის მისაღებად წარმოსადგენი ძირითადი დოკუმენტების სია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- შემოსავლის დამადასტურებელი საბუთები.
მსესხებლის შერჩევის კრიტერიუმები
- ასაკი - 21-70 წელი (ვადის ბოლოს)
- შემოსავალი - თუ შესაძენი/სარემონტო ქონება არის საცხოვრებელი დანიშნულების, მსესხებლის/თანამსესხებლის ერთ-ერთი შემოსავლის წყარო უნდა იყოს არსებული უძრავი ქონების გაქირავება;
თუ შესაძენი/სარემონტო ქონება არის კომერციული დანიშნულების, დასაშვებია რომ მსესხებელს არ ქონდეს არსებული შემოსავლის წყარო. - თანამსესხებელი - თუ თქვენი შემოსავალი არ არის საკმარისი მოთხოვნილი თანხის მისაღებად, შეგიძლიათ თანამსესხებლად აიყვანოთ სტაბილური შემოსავლის მქონე ოჯახის რომელიმე წევრი/წევრები.