კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

ბარათის დაზღვევა

უკან დაბრუნება
ბარათის დაზღვევა

სადაზღვევო პროდუქტები განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელიც ფლობენ სადებეტო და საკრედიტო ინსტრუმენტებს.

დაზღვევა ვრცელდება ერთ-ერთ კონკრეტულ საგადახდო ინსტრუმენტზე. თუ კლიენტს რამდენიმე აქვს, მათ შორის ერთი და იმავე ანგარიშზეც კი - მას შეუძლია დააზღვიოს ერთი ან რამდენიმე საგადახდო ინსტრუმენტი ცალ-ცალკე.

პოლისი 1 წლიანია და მისი მოქმედება წყდება პირველივე ანაზღაურების დადგომისას. შემდეგ უნდა გაფორმდეს ახალი პოლისი
თუ ბარათის მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი, ერთწლიანი პოლისი იმოქმედებს მხოლოდ ბარათის ვადაზე.

სადაზღვევო პაკეტების სამი სახეობა, რომელიც ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტის მფლობელმა პირმა შეიძლება შეიძინოს:

  • სტანდარტი
  • ექსტრა
  • პრემიუმი

 

მომსახურების პაკეტი სტანდარტი ექსტრა პრემიუმი
მომსახურების ვადა 1 წელი 1 წელი 1 წელი
სადაზღვევო ნეტო პრემია (წლიური) 10 ლარი 15 ლარი 20 ლარი
მომსახურების შეწყვეტა

1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ

2. სადაზღვევო პერიოდის გასვლის შემდგომ

 

ანაზღაურების პირობები სტანდარტი ექსტრა პრემიუმი
ინტერნეტის გამოყენების გარეშე ჩატარებული თაღლითური ოპერაცია 1600 ლარი 4800 ლარი 8000 ლარი
ინტერნეტით ჩატარებული თაღლითური ოპერაცია 800 ლარი 1920 ლარი 2400 ლარი
ანაზღეურებადი ოპერაციების რაოდენობა 5 5 5


ოპერაციები, რომელიც პოლისით არ ანაზღაურდება:

  1. პინით შესრულებული ოპერაცია (ბანკომატი, პოსი, ემპოსი და სხვა)
  2. ოპერაცია, რომლის მის მიერ შეუსრულებლობის სათანადო მტკიცებულებას კლიენტი ვერ წარმოადგენს
  3. ოპერაცია, რომელიც არ არის გასაჩივრებული საგამოძიებო ორგანოებში
  4. პოლისის ლიმიტს ზემოთ ოპერაციები
  5. პოლისით სარგებლობა წყდება პირველივე ანაზღაურების გამოყენებისას. შემდეგ უნდა გაფორმდეს ახალი პოლისი, სურვილის შემთხვევაში
  6. პოლისის ვადის გასვლის შემდეგ შესრულებული ოპერაციები

 

მახასიათებლები

მსგავსი ბარათები