კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

ბარათებს შორის გადარიცხვა

უკან დაბრუნება
ბარათებს შორის გადარიცხვა

ბარათიდან ბარათზე ონლაინ გადარიცხვა არის თანხის გადარიცხვის  სწრაფი და მარტივი სერვისი - თანხის გადარიცხვა მიმღების ბარათის ნომრის მითითებით.

თუ გსურთ რომ თქვენს ახლობელს მომენტალურად აესახოს თანხა თავის ბარათზე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ამას  ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისით  შეძლებთ. გადარიცხულ თანხას,  მიმღები მომენტალურად მიიღებს. 

ხალიკ ბანკის ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისით:

  • გადარიცხე თანხა ნებისმიერი ქართული ბანკის  Visa-ს და Mastercard-ის ბარათებს შორის*;
  • გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ლარში. თუ თანხა კლიენტს აქვს სხვა ვალუტაში, კონვერტაცია მოხდება ტრანზაქციის ასახვის მომენტისათვის მოქმედი/არსებული ბანკის კომერციული კურსით.
  • გადარიცხვის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია 24/7;
  • მიმღებს თანხა აესახება მომანტალურად.

        *შენიშვნა: გარდა ხალიკ ბანკი საქართველოს ბიზნეს ბარათის

  • დალოგინდი ხალიკ ბანკის ინტერნეტ ბანკში
  • აირჩიე მენიუ - გადახდები/ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა
  • მიუთითე გადასარიცხი თანხა;
  • მიუთითე გადამრიცხავი ბარათის მონაცემები (16 ნიშნა ნომერი, ვადა, CVV კოდი);
  • მიუთითე მიმღები ბარათის 16 ნიშნა ნომერი.


ბარათებს შორის გადარიცხული თახა მიმღებ ბარათზე აისახება მომენტალურად და დაემატება ხელმისაწვდომ თანხას. საბანკო ანგარიშზე ასახვა კი დამოკიდებულია მიმღები ბარათის ემიტენტ ბანკზე და ის შეიძლება მერყეობდეს 1 წუთიდან 1 საბანკო დღემდე.

  • ტრანზაქციის ვალუტა GEL
  • Visa /Mastercard-ის ბარათებიდან გადარიცხვის ღირებულება 1%, მინ. 1 ლარი
  • საკრედიტო ბარათიდან გადარიცხვის შემთხვევაში დამატებით ჩამოიჭრება ბარათის გამომშვები ბანკის საკომისიო. ხალიკ ბანკის საკრედიტო ბარათების შემთხვევაში გადასარიცხი თანხის 3% მინ 7 ლარი.
  • ლიმიტი ერთ გადარიცხვაზე  1,500 ლარი
  • 1 დღის ლიმიტი გამგზავნის ბარათზე - 3,000 ლარი, მაქს. 4 ტრანზაქცია
  • 1 კვირის ლიმიტი გამგზავნის ბარათზე - 15,000 ლარი, მაქს. 15 ტრანზაქცია
  • 1 თვის ლიმიტი გამგზავნის ბარათზე - 30,000 ლარი, მაქს. 60 ტრანზაქცია