კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

პროგრამული უზრუნველყოფილის განყოფილებაში დეველოპერი

უკან დაბრუნება

სათაო ოფისი, თბილისისათავო ოფისი, თბილისი

10.08.2021 / 20.08.2021

ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფილის განყოფილებაში დეველოპერის პოზიციაზე.

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

ჩვენ ვთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი ბანკის თანამშრომელი;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** ტრენინგებს, პროფესიული განვითარებისთვის;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული პროგრამული პროექტების გარჩევა, გაანალიზება და ცვლილებების განხორციელება;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულების და სისტემების შექმნა და დანერგვა;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრი ან მაგისტრი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** Oracle - PL/SQL-ის ან MS SQL - T-SQL გამოყენების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Net (Core) პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ბანკში რეპორტინგის კუთხით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარ-ჩვევების ქონა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) და გამოგვიგზავნოთ თანდართული ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დეველოპერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2021 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.