კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები ონლაინ დახმარება

IT აპლიკაციების მხარდაჭერის მენეჯერი

უკან დაბრუნება

სათაო ოფისი, თბილისისათავო ოფისი, თბილისი

10.08.2021 / 20.08.2021

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში IT აპლიკაციების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

ჩვენ ვთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი ბანკის თანამშრომელი;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** ტრენინგებს, პროფესიული განვითარებისთვის;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული მოთხოვნების ანალიზი პროცესებისა და კოდის შესაბამისობის კუთხით;
** მომხმარებლის მიერ არასათანადო ქმედების შედეგად დამდგარი ინციდენტის მოგვარებაში მომხმარებლის მხარდაჭერა;
** საჭიროების შემთხვევაში მონაცემების განახლება შესაბამისი IT უსაფრთხოების წესების დაცვით;
** საჭიროების შემთხვევაში ინციდენტების გადაბარება შესაბამის რგოლზე, მისი მოგვარების და აღრიცხვის მიზნით;
** იდენტიფიცირებული ინციდენტების შეთანხმებული ფორმით აღმოფხვრა და ანგარიშგება;
** პროექტების/ცვლილებების დაგეგმარება-დანერგვის პროცესში ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში ტესტირებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების აღმოფხვრა;
** ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემების ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფის გზით;
** მხარდაჭერის პორტალის (JIRA) მეშვეობით, მასზე გადაწერილი მოთხოვნების შესაბამისი პროცედურების მიხედვით დამუშავება;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიების ცოდნა;
** PL SQL-ის გამოყენების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია IT სერვისების აღწერის გამოცდილება;
** ბანკში რეპორტინგის კუთხით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია საბანკო აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარ-ჩვევების ქონა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) და გამოგვიგზავნოთ თანდართული ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "IT App Support"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2021 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

Chat Trigger