კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები ონლაინ დახმარება

PL SQL რეპორტინგ დეველოპერი

უკან დაბრუნება

სათაო ოფისი, თბილისისათავო ოფისი, თბილისი

10.08.2021 / 20.08.2021

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში PL SQL რეპორტინგ დეველოპერის პოზიციაზე.

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

ჩვენ ვთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი ბანკის თანამშრომელი;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** ტრენინგებს, პროფესიული განვითარებისთვის;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკის შიდა და ეროვნული ბანკის ანგარიშგებების მომზადება;
** ბანკის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი ანგარიშგებებისთვის საჭირო PL SQL მოთხოვნის ბრძანებების შექმნა და არსებულის მოდიფიკაცია;
** მონაცემების შესწავლა (საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირებთან კომუნიკაცია);
** სხვადასხვა ვიზუალიზაციის თულების გამოყენებით რეპორტების აწყობა;
** რეპორტების ავტომატიზაცია, ოპტიმიზაცია;
** შემოსული დავალებების დროში ოპტიმალურად განაწილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრი ან მაგისტრი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Oracle - PL SQL-ის გამოყენების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** PL SQL მოთხოვნის ბრძანებების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** ბანკში სებსტატის, საკრედიტო, სადეპოზიტო პროდუქტების რეპორტინგის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** რელაციურ მონაცემთა ბაზების კონცეფციის ცოდნა;
** ორგანიზებულობა/ პუნქტუალობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი;
** მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები;
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

უნარები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარ-ჩვევების ქონა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) და გამოგვიგზავნოთ თანდართული ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "PL SQL რეპორტინგ დეველოპერი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2021 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

Chat Trigger