საცალო გაყიდვების უფროსი მენეჯერი
უკან დაბრუნებასათაო ოფისი, თბილისისათავო ოფისი, თბილისი
06.10.2022 / 15.10.2022
დასახელება: საცალო გაყიდვების სამმართველო
მომწოდებელი: სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
გამოქვეყნდა: 06 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სს „ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სამმართველოს უფროსი მენეჯერის პოზიციაზე (სახელფასო პროგრამის კუთხით)
სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ წარმოადგენს სს „ყაზახეთის სახალხო ბანკი“-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
- სავალდებულოა საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ პირებთან სახელფასე კუთხით მუშაობის გამოცდილების მქონე პიროვნებას. სავალდებულოა საკრედიტო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტების კარგად ცოდნა;
- რუსული ენის კარგად ცოდნა სავალდებულოა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა
უნარები:
- პროდუქტის გაყიდვის კარგად განვითარებული უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მომსახურების უნარები
- აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- პრეზენტაციის წარდგენის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- საცალო გაყიდვების სფეროში მომხმარებელის აქტიური მოძიება, მოზიდვა
- საცალო საკრედიტო პროდუქტების გაცნობა, კონსულტაციის გაწევა
- სპეციალური ტარიფების განსაზღვრა ,შეთავაზება და დამტკიცება.
- არსებული მომხმარებლების შენარჩუნება ,მუდმივი კომუნიკაცია , მათი საჭიროების განსაზღვრა და მხარდაჭერა.
- არსებული პორტფელის მართვა და კონტროლი; რესურსის გამოყენება ჯვარედინი გაყიდვებისთვის.
- დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული ანგარიშგების წარმოება.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საცალო გაყიდვების სამმართველოს უფროსი მენეჯერი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15/10/22წ.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.