კონტაქტ-ცენტრის ოპერატორი (დღის ცვლა)
უკან დაბრუნებასათაო ოფისი, თბილისისათავო ოფისი, თბილისი
09.09.2022 / 30.09.2022
სს „ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ წარმოადგენს სს „ყაზახეთის სახალხო ბანკი“-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
- მსგავს პოზიციაზე ან გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა ქართული და რუსული ენის ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა
უნარები:
- ორგანიზებული;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
- პრობლემების იდენტიფიცირების და რეაგირების მიღების უნარი;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- კონფლიქტების არიდების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული ზარების და წერილობითი კომუნიკაციების მიღება და ზარის/წერილის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისი რეაგირება;
- მომხმარებლების მომსახურეობა კომპეტენციის ფარგლებში;
- მომხმარებლების პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება;
- განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ფოტოსურათით (3X4) ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ვაკანსიის დასახელება
კონტაქტ-ცენტრის ოპერატორი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.