კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

„ხალიკ ბანკი საქართველოს“ საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

16 აგვ 2021

„ხალიკ ბანკი საქართველოს“ საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Fitch Ratings-მა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი, ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDRs), კვლავ “BB+”– ზე დაადასტურა. ზრდის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს სუვერენული რეიტინგი, რომელიც ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესდა.

„ხალიკ ბანკი საქართველოს“ რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია „ხალიკ ბანკი ყაზახეთის“ სიძლიერით და სტაბილურობით, რომლის შვილობილ ორგანიზაციასაც წარმოადგენს „ხალიკ ბანკი საქართველო“. „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ წარმოდგენილია ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, რუსეთისა და საქართველოს საფინანსო ბაზრებზე.

„ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ ყაზახეთის საფინანსო ბაზრის უმსხვილეს ინსტიტუტს წარმოადგენს, მისი მთლიანი აქტივები 25 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს და თავისი არსებობის 97 წელზე მეტს ითვლის. მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. 

ქართულ ბაზარზე „ხალიკ ბანკი საქართველო“ 2008 წლიდან ოპერირებს როგორც უნივერსალური კომერციული ბანკი, რომელიც სთავაზობს კორპორატიულ, მცირე და საშუალო და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს. ბანკი წარმოდგენილია 8 ფილიალით თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. მისმა აქტივებმა 31/7/21-ის მდგომარეობით შეადგინა 781 მლნ. ლარი.