უცხოური ვალუტის გადარიცხვები - ბევრად სწრაფად და შემცირებული საკომისიოთი
12 ოქტ 2026
გაცნობებთ, რომ 12 ოქტომბრიდან საქართველოს ნებისმიერ ბანკში შესაძლებელია აშშ დოლარისა და ევროს გადარიცხვა ბევრად სწრაფად და შემცირებული სტანდარტული ტარიფებით.
გადარიცხვის ვალუტა: აშშ დოლარი / ევრო
| გადარიცხვის თანხა USD/EUR | ტარიფი ფიზიკური პირებისთვის | ტარიფი იურიდიული პირებისთვის |
|---|---|---|
|
< 1 000 |
5 ლარი |
10 ლარი |
|
> 1 000 და ≤ 10 000 |
10 ლარი |
15 ლარი |
|
> 10 000 და ≤ 100 000 |
20 ლარი |
30 ლარი |
|
> 100 000 |
100 ლარი |
200 ლარი |
გთხოვთ გაითვალისწინოთ
- საკომისიოს რაოდენობა ფიქსირებულია ეროვნულ ვალუტაში, ხოლო მისი ჩამოჭრა ხორციელდება გადარიცხვის შესაბამის ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით.
- სამუშაო დღის 16:00 საათამდე მიღებული სავალუტო გადარიცხვები ბანკის მიერ გადაირიცხება* იმავე სამუშაო დღეს, 16:00 საათის შემდგომ მიღებული სავალუტო გადარიცხვები შესრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
- ტარიფები მოქმედია როგორც ბანკის ფილიალებიდან, ასევე დისტანციური არხებიდან გადარიცხვის შესრულების შემთხვევაში (ინტერნეტ/მობაილ ბანკი).
* დამუშავების დრო აითვლება მას შემდგომ, რაც ბანკი კლიენტისგან მიიღებს გადარიცხვის შესრულებისა და დადასტურებისთვის სრულყოფილ ინფორმაციას.