მომენტალური გადარიცხვები 24/7
21 აგვ 2026
გადარიცხე თანხა მომენტალურად - 24/7, ნებისმიერ დროს.
საქართველოს ბანკებს შორის თანხის გადარიცხვა ახლა კიდევ უფრო მოსახერხებელია. მომენტალური გადარიცხვების სერვისით, თანხის გადარიცხვა და ჩარიცხვა შესაძლებელია 24/7 რეჟიმში, მათ შორის არასამუშაო დღეებსა და საათებში.
სერვისი ხელმისაწვდომია ფიზიკური პირებისთვის მობილური ბანკის აპლიკაციაში.
თუ გსურს, რომ თანხა მიმღების ანგარიშზე მყისიერად აისახოს, მობილური ბანკის აპლიკაციიდან განახორციელე მომენტალური გადარიცხვა მარტივად:
- გაიარე ავტორიზაცია მობილურ აპლიკაციაში
- აირჩიე „24/7-ზე გადარიცხვა სხვა ბანკში“
- მიუთითე მიმღების ანგარიშის ნომერი (IBAN)
- შეიყვანე მიმღების სახელი და გვარი
- მიუთითე გადასარიცხი თანხა
- დაადასტურე ოპერაცია
წარმატებული დამუშავების შემთხვევაში, თანხა მიმღების ანგარიშზე მომენტალურად აისახება.
სერვისის პირობები:
ტრანზაქციის ვალუტაში - GEL;
ერთჯერადი ოპერაციის მაქსიმალური ლიმიტი - 1,000 ლარი;
დღიური ლიმიტი - 8,000 ლარი;
მომსახურების საკომისიო - 1 ლარი.