კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახე

24 ოქტ 2025

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახე

ჩამოტვირთე სატენდერო დოკუმენტაცია

  1. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს ბანკის რუსთავის ფილიალის  სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
  2. სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავის, მეგობრობის გამზ. 20
  3. ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 231.4 მ2, 
  4. შესასრულებელი სამუშაო მოიცავს სადემონტაჟო და სარემონტო  სამუშაოებს.
  5. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას. 
  6. სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს ვებ გვერდზე (www.halykbank.ge).
  7. განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 03.11.2025წ. 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე ktkeshelashvili2@hbg.ge.
  8. სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 04.11.2025წ. 17:00 საათზე.
  9. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
    1. ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.
    2. ქრისტინა ტყეშელაშვილი 224 07 07 (*183), e-mail: ktkeshelashvili2@hbg.ge.