კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

ხალიკ ბანკი საქართველო Bank of New York Mellon-ის პირველი პარტნიორი გახდა ქართულ ბაზარზე

17 თებ 2025

ხალიკ ბანკი საქართველო Bank of New York Mellon-ის პირველი პარტნიორი გახდა ქართულ ბაზარზე

“ხალიკ ბანკი საქართველო” გახდა Bank of New York Mellon-ის პირველი პარტნიორი ქართულ ბაზარზე, რაც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად ამარტივებს საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს შორის აშშ დოლარის ორმხრივ გადარიცხვებს. სიმარტივესთან ერთად, მცირდება ტრანზაქციის დროც და მათ განსახორციელებლად ახლა სულ რამდენიმე წამია საჭირო.

The Bank of New York Mellon Corporation (BNY), არის ამერიკული საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში. BNY 2007 წლის ივლისში დაარსდა, Bank of New York და Mellon Financial Corporation-ის შერწყმის შედეგად და ერთ-ერთია შეერთებული შტატების სამი უძველესი ბანკიდან. 2024 წლის მონაცემებით, ჯამური აქტივების მიხედვით, BNY არის მე-13 უდიდესი ბანკი შეერთებულ შტატებში და 83-ე მსოფლიოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფინანსურ გამოცდილებასა და ტექნოლოგიურ პლატფორმებს მათი მიზნების მისაღწევად.
 
აღსანიშნავია, რომ “ხალიკ ბანკი საქართველოს”  სტაბილური განვითარება გამოიხატება საკრედიტო პორტფელისა და სადეპოზიტო ბაზის ზრდით. ბანკის ამ წარმატებას ადასტურებს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს, Fitch Rating-ის შეფასებაც, რომლის მიხედვითაც “ხალიკ ბანკი საქართველო” ადგილობრივ საბანკო ბაზარზე  წლებია ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგს ინარჩუნებს, როგორც ყველაზე სანდო და სტაბილური ბანკი. ეს მონაცემები განაპირობებს მსოფლიოს უმსხვილეს და მაღალი სტანდარტების მქონე ამერიკულ ბანკთან, The Bank of New York Mellon-თან პარტნიორობას.