სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ
24 დეკ 2024
ჩამოტვირთე სატენდერო დოკუმენტაცია
- სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს ბანკის ცენტრალური ფილიალის გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემის დამონტაჟების სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
- სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N74.
- ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 320მ2,
- შესასრულებული სამუშაო მოიცავს: გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემების შეძენას და სამონტაჟო სამუშაოებს.
- სამუშაოს დასრულების ვადა: 2025 წლის 01 ივნისი.
- ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
- სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება ბანკის კორპორატიულ ვებ-გვერდზე (www.halykbank.ge) ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, შარტავას ქ. №40, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს სათაო ოფისი.
- განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 10.01.2025წ. 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე ktkeshelashvili2@hbg.ge.
- სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 14.01.2025წ. 17:00 საათზე.
- დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.
2) ქრისტინა ტყეშელაშვილი 224 07 07 (*183), e-mail: ktkeshelashvili2@hbg.ge.