კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

ხალიკ ბანკი საქართველო გრძელვადიან რეიტინგის მაჩვენებელს „BB+” დონეზე ინარჩუნებს

16 ოქტ 2023

ხალიკ ბანკი საქართველო გრძელვადიან რეიტინგის მაჩვენებელს „BB+” დონეზე ინარჩუნებს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings სს ხალიკ ბანკ საქართველოს გრძელვადიან რეიტინგს (IDRs) სტაბილური პერსპექტივით “BB+” დონეზე, ხოლო მდგრადობას (VR) „b+”-ადასტურებს. ხალიკ ბანკი საქართველო  მესამე წელია, რაც საქართველოს საბანკო სისტემაში მაქსიმალურ საკრედიტო რეიტინგს ინარჩუნებს. 


ხალიკ ბანკი საქართველოს რეიტინგი განპირობებულია ბანკის გაუმჯობესებული მომგებიანობით, მაღალი კაპიტალიზაციით, სტაბილური დაფინანსებითა და ძლიერი დედა ბანკით. ბანკის 100%-იანი წილის მფლობელი სს ხალიკ ბანკი ყაზახეთია. ხალიკ ბანკი ყაზახეთი რეგიონში უმსხვილესი - 30 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივების მფლობელი ბანკია, რომლის კაპიტალიც 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2022 წელს ბანკის მოგებამ მილიარდ ხუთას მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.  აღსანიშნავია, რომ ხალიკ ბანკ ყაზახეთს თავის მხრივ მსოფლიოში აღიარებული 3 სარეიტინგო სააგენტოს - Fitch (BBB), S&P (BB+/B) და Moody’s (Ba1) - უმაღლესი რეიტინგი აქვს რეგიონში მინიჭებული და  მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან ივაჭრება. აღსანიშნავია, რომ ბანკი  წელს იუბილარია და 2023 წელს ყაზახეთში არსებობის 100 წელი შეუსრულდა.


ხალიკ ბანკი საქართველო  ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს, როგორც უნივერსალური კომერციული ბანკი, რომელიც კორპორატიულ, მცირე და საშუალო და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს. ბანკი წარმოდგენილია 8 ფილიალით თბილისში, ქუთაისში და ბათუმში და ერთი სერვის ცენტრით - ფოთში. ბანკის აქტივებმა 30/09/23-ის მდგომარეობით  880 მილიონი ლარი შეადგინა.