ხალიკ ბანკმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე კათარზისთან ერთად აღნიშნა
02 ოქტ 2023
ხალიკ ბანკმა 1 ოქტომბერს - ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს - კათარზისის სათნოების სახლის ბენეფიციარებს სადღესასწაულო სადილით უმასპინძლა და დღე მათთან ერთად გაატარა.
მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს 1990 წლიდან აღნიშნავს. აღნიშვნის მიზანი ხანდაზმულთა უფლებების დაცვა, ღირსეული სიბერისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფა და გამოწვევების შესახებ ხმამაღლა საუბარია.
ხალიკ ბანკი წლებია, რაც თბილისისა და ზესტაფონის კათარზისის გვერდში დგას და მოხუცებს სხვადასხვა საჭიროებებით უზრუნველყოფს.