კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

ინფორმაცია სანქცირებულ ქვეყნებთან სავალუტო ოპერაციების შესახებ

20 სექ 2022

ინფორმაცია სანქცირებულ ქვეყნებთან სავალუტო ოპერაციების შესახებ

გაცნობებთ რომ, ბანკის შიდა პოლიტიკით აკრძალულია ირანთან (სანქცირებულ ქვეყანასთან) დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება. აღნიშნული აკრძალვა მოიცავს ირანის ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანსპორტირებასა და ისეთ სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას, სადაც ოპერაციის (გარიგებაში მონაწილე) რომელიმე მხარე, საქონლის წარმოშობის ან ტრანსპორტირების ქვეყანა ირანია.

 

ბანკის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის (საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტი) მოთხოვნა ხორციელდება სავალუტო გადარიცხვების დროს, როდესაც მიმღების ქვეყანაა: ჩინეთი, სინგაპური, ინდოეთი, ჰონგ კონგი, ერაყი, პაკისტანი, მალაიზია, ინდონეზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ტაივანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული, რათა არ მოხდეს სავალუტო ოპერაციების შეფერხება.