კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

ფინანსური რისკებისა და პორტფელური ანალიზის სამმართველოს სპეციალისტი

უკან დაბრუნება

სათაო ოფისი, თბილისისათავო ოფისი, თბილისი

19.08.2022 / 18.09.2022

ს/ს „ხალიკ ბანკი საქართველო“ (ს/ს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რისკებისა და პორტფელური ანალიზის სამმართველოს  სპეციალისტი


პასუხისმგებლობები:   
 

** პორტფელური ანალიზისა და ფინანსური რისკების კუთხით  ბანკის რეგულარული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა

** აქტივებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების (IFRS 9  და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების მიხედვით) დათვლისა და  აქტივების კლასიფიკაციის პროცესში მონაწილეობა

** BASEL II/III მოთხოვნების იმპლემენტაციასა და სტრესს ტესტების ჩატარებაში მონაწილეობა

 

** სხვა დავალებები სამმართველოს ფუნქციებიდან გამომდინარე.

 

 სავალდებულო მოთხოვნები:
**  უმაღლესი განათლება  საბანკო საქმის, ეკონომიკის, მათემატიკის, ფინანსების ან ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში

**  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საბანკო სექტორში ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროში:

  •   ფინანსური რისკები
  •   პორტფელური ანალიზი
  •   მოდელირების მიმართულებები;
  •   ფინანსური ანალიზი

**   ფინანსების კარგი ცოდნა, კომერციული ბანკების ფინანსური მონაცემებისა და ანგარიშგების ანალიზის უნარი;

**   საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა; განსაკუთრებით მოითხოვება მაღალი დონე  EXCEL-ში,  დამატებითი უპირატესობაა ACCESS, SQL  ან სხვა პროგრამების ცოდნა.

**  ინგლისურისა და რუსულის ცოდნა;

**  ანალიტიკური აზროვნების უნარი, თვითდისციპლინა;

**   სიახლეების სწრაფი ათვისების სურვილი და უნარი;
 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

 

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა. 


გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  „ფინანსური რისკებისა და პორტფელური ანალიზის სამმართველოს  სპეციალისტი“
 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  18 სექტემბერი 2022 წ.

შენიშვნა:  მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.