კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

ბანკის ისტორია

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“  -  სს „ყაზახეთის სახალხო  ბანკის“ შვილობილი ორგანიზაციაა და საქართველოს საბანკო  ბაზარზე საქმიანობას 2008 წლიდან შეუდგა. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს 100%-იანი წილის მფლობელი არის სს „ყაზახეთის სახალხო ბანკი“, რომელიც საკუთარი არსებობის 97 წელზე მეტს ითვლის და ყაზახეთის რესპუბლიკის ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკმა მიაღწია პროფესიონალიზმისა და რეპუტაციის უმაღლეს საფეხურს და მას ენდობა მილიონობით მომხმარებელი როგორც ყაზახეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.  

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" თავის მომხმარებელს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: საცალო და ბიზნეს დაკრედიტება;  საბანკო საგადახდო ბარათები; საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურება; ფულადი გადარიცხვები; დისტანციური საბანკო მომსახურება.იგი ასევე არის საქართველოს ფერმერებისა და მეწარმეების საშეღავათო დაკრედიტების პროგრამის მონაწილე.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ ინარჩუნებს თავის ნიშას საბანკო ბაზარზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს კონკურენტუნარიანი პირობების მქონე საბანკო პროდუქტებს. "ხალიკ ბანკი" ფლობს ბანკომატებისა და mPOS ტერმინალების საკუთარ ქსელს და საქართველოში მოქმედი იმ ბანკების პარტნიორია, რომლებიც UF საპროცესინგო ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ, რაც ბანკს საშუალებას აძლევს, მოემსახუროს თავის კლიენტებს დაბალი ტარიფებითა და ექვაირინგის ფართო ქსელის საშუალებით.

2015 წლის აპრილში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-მა ხალიკ ბანკს მიანიჭა გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში   „BB-“ დონე. „Fitch Ratings“-ის აზრით, ბანკის დინამიკური ზრდა, აქტივების ხარისხი და დამფუძნებლის   სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთის“ მზაობა, აუცილებლობის შემთხვევაში მხარი დაუჭიროს თავის შვილობილ ბანკს, წარმოადგენენ რეიტინგის მინიჭების ძირითად ფაქტორებს. 2015 წელს ხალიკ ბანკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა საერთაშორისო საგადასახადო სისტემებთან   Visa-სა და Master Card-თან თანამშრომლობის გაღრმავება. ბანკმა მიიღო შესაბამისი ლიცენზიები ემისიასა და ექვაირინგში და წარმატებით დასრულდა სერტიფიცირების პროცესი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სრულყოფილი საბარათე მომსახურების გაწევის კუთხით. ბანკმა, პირველად საქართველოში, დანერგა თანამედროვე საგადახდო ინსტრუმენტი   mPOS-ტერმინალი, რაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ანგარიშსწორება ბარათების საშუალებით. აღნიშნული ფაქტი იძლევა სავაჭრო წერტილების, მათ შორის, იმ სეგმენტის ქსელში ჩართვის საშუალებას, სადაც ბარათებით ანგარიშსწორება ადრე არ ხდებოდა. 2015 წელს ბანკი ასევე შეუდგა ინტერნეტ გაყიდვებით დაკავებული საწარმოების მომსახურებას და შესაძლებლობა მისცა მათ, ისარგებლონ საფინანსო ოპერაციების სრული პაკეტით, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია VISA-ს და MasterCard-ის საბანკო ბარათებით ყველა გადახდასა და ანგარიშსწორებასთან.