კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

პროდუქტების განვითარების სამმართველოს მენეჯერი

უკან დაბრუნება

სათაო ოფისი, თბილისისათავო ოფისი, თბილისი

16.08.2022 / 10.09.2022

სს „ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ წარმოადგენს სს „ყაზახეთის სახალხო ბანკი“-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
  • სავალდებულოა საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
  • სასურველია პროექტების მართვის მეთოდოლოგიის ცოდნა და გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა.

უნარები:

  • ბაზრის ანალიზის და პოტენციური შესაძლებლობების დაიდენტიფიცირების კარგად განვითარებული უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აზრის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემის უნარი; 
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • საბანკო პროდუქტების სრულყოფის და ოპტიმიზაცის პროექტების მართვა;
  • პროექტის ფარგლებში შიდა რესურსების და პარტნიორი კომპანიების კოორდინაცია;
  • პროექტების დროული შესრულების მონიტორინგი;
  • ბაზარზე არსებული პროდუქტების და ტრენდების ანალიზი;
  • პროდუქტების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული კვლევები;
  • რეპორტების წარმოება.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ საბანკო პროდუქტების განვითარების გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროდუქტების განვითარების მენეჯერი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი 2022 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.