დასახელება: პროდუქტების განვითარების სამმართველოს მენეჯერი - (სათაო ოფისი)
მომწოდებელი: სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
სს „ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე საცალო დაკრედიტების მიმართულებით
სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ წარმოადგენს სს „ყაზახეთის სახალხო ბანკი“-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
- სავალდებულოა საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, აქედან სავალდებულოა საცალო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა საცალო დაკრედიტების პრინციპების და რეგულაციების ცოდნა
- სასურველია პროექტების მართვის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა
უნარები:
- ბაზრის ანალიზის და პოტენციური შესაძლებლობების დაიდენტიფიცირების კარგად განვითარებული უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- აზრის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემის უნარი წერით და ზეპირად
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ძირითადი მოვალეობები:
- საბანკო პროდუქტების სრულყოფის და ოპტიმიზაცის პროექტების მართვა
- პროექტის ფარგლებში შიდა რესურსების და პარტნიორი კომპანიების კოორდინაცია
- პროექტების დროული შესრულების მონიტორინგი
- ბაზარზე არსებული პროდუქტების და ტრენდების ანალიზი
- პროდუქტების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული კვლევები
- რეპორტების წარმოება
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ფოტოსურათით (3X4) ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროდუქტების განვითარების მენეჯერი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2021 წ.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.