დეველოპერი BPM გუნდში
უკან დაბრუნებასათაო ოფისი, თბილისისათავო ოფისი, თბილისი
09.09.2022 / 30.09.2022
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სათავო ოფისში დეველოპერის პოზიციაზე BPM-ის გუნდში
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი ბანკის თანამშრომელი;
- შესაძლებლობას იმუშაოთ ისეთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტში, როგორიც ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი და ა.შ.
- შემოქმედებით თავისუფლებას იმისთვის, რომ გადაჭრათ რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;
- იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
- განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება (კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრი ან მაგისტრი);
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება;
- Java ან Groovy პროგრამირების ენის გამოყენების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- JSON და XML ტიპის ინფორმაციის დამუშავების ცოდნა;
- სასურველია ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება Javascript (AngularJS Framework)-ის გამოყენების გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება ბანკში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის პროცესში ჩართულობა
- ახალი ბიზნეს პროცესების შექმნა, დანერგვა
- არსებულ პროცესებში პროგრამული ხარვეზების გამოვლენა/მოგვარება
- ბიზნეს პროცესების ადმინისტრირებაში/მონიტორინგში ჩართულობა;
უნარები:
- მუდმივ პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარ-ჩვევების ქონა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
- გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია;
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დეველოპერი BPM გუნდში".
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი 2022წ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!