კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ

14 მაი 2025

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ

ჩამოტვირთე სატენდერო დოკუმენტაცია

  1. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს ბანკის ქუთაისის ფილიალის  სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
  2. სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ფალიაშვილი, N35/ქალაქი ქუთაისი, ქუჩა კოლუმბია მისური N1ა, სართული 1
  3. ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 191.52 მ2, 
  4. შესასრულებელი სამუშაო მოიცავს სადემონტაჟო და სარემონტო  სამუშაოებს.
  5. სამუშაოს დასრულების ვადა:  2025 წლის 25 ივლისი. 
  6. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას. 
  7. სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს ვებ გვერდზე ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან შემდეგ მისამართზე –  ქ. თბილისი, შარტავას ქ. №40, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს სათაო ოფისი. 
  8. განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 22.05.2025 წ. 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე ktkeshelashvili2@hbg.ge.
  9. სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 23.05.2025 წ. 17:00 საათზე.
  10. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
    1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.
    2) ქრისტინა ტყეშელაშვილი 224 07 07 (*183), e-mail: ktkeshelashvili2@hbg.ge.