კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ

27 ნოე 2024

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ

ჩამოტვირთე სატენდერო დოკუმენტაცია

1. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს ბანკის ცენტრალური ფილიალის სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
2. სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქუჩა N74.
3. ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 322.49 მ 2 ,
4. შესასრულებელი სამუშაო მოიცავს სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოებს.
5. სამუშაოს დასრულების ვადა: 2025 წლის 01 ივნისი.
6. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
7. სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება შემდეგ ვებ გვერდზე - jobs.ge ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, შარტავას ქ. №40, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს სათაო ოფისი.
8. განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 09.12.2024წ. 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე ktkeshelashvili2@hbg.ge .
9. სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 10.12.2024წ. 17:00 საათზე.

ტენდერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
ნომერზე:
1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge .
2) ქრისტინა ტყეშელაშვილი 224 07 07 (*183), e-mail: ktkeshelashvili2@hbg.ge .