ხალიკ ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უმუტ შაიახმეტოვა აღმოსავლეთ ევროპის 2023 წლის საუკეთესო ბანკირად დასახელდა
07 დეკ 2023
საერთაშორისო გამოცემა International Banker-მა ხალიკ ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უმუტ შაიახმეტოვა აღმოსავლეთ ევროპის 2023 წლის საუკეთესო ბანკირად დაასახელა.
International Banker მკითხველთა ნომინაციებზე დაყრდნობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმოიხილავს ფინანსურ ინსტიტუტებს, აგროვებს და აანალიზებს ნომინანტთა შესახებ ინფორმაციას და აჯილდოვებს ბანკებს, რომლებიც არამხოლოდ ლიდერობენ თავიანთ სფეროში, არამედ აწესებენ ეფექტურობის მაღალ სტანდარტებს და აფართოებენ ფინანსური ინდუსტრიის საზღვრებს.
„საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოების მიერ ჩვენი მუშაობის მაღალი შეფასებით ძალიან ამაყი ვარ. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხადი ხალიკ ბანკის გუნდს პროფესიონალიზმისა და გუნდურობისთვის. ეს ჩვენი ერთობლივი ჯილდოა“ - განაცხადა უმუტ შაიახმეტოვამ.