ცვლილება იურიდიული პირების საოპერაციო მომსახურების ტარიფებში
29 ნოემ 2023
„სს ხალიკ ბანკი საქართველომ“ საკორესპონდენტო ანგარიში ამერიკულ CITIBANK N.A-ში გახსნა, რაც აშშ დოლარში გადარიცხვებისა და ჩარიცხვების მომსახურებას უფრო სწრაფს გახდის - თანხის გადარიცხვა 15:00 სთ-ის ნაცვლად 17:00 სთ-მდე იქნება შესაძლებელი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2024 წლის 1 იანვრიდან ცვლილება შედის „სს ხალიკ ბანკი საქართველო-ს“ იურიდიული პირების საოპერაციო მომსახურების ტარიფებში.
კერძოდ:
- სტანდარტული გადარიცხვები აშშ დოლარში - 0.2%, მინ. 15, მაქს. 300 USD (მიმღები მიიღებს შუამავალი ბანკის საკომისიოთი ნაკლებ თანხას)
- გარანტირებული გადარიცხვები აშშ დოლარში 0.25%, მინ. 30, მაქს. 500 USD (მიმღები მიიღებს სრულ თანხას)
დეტალებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 032 224 07 07
გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით