ახალი მობაილ ბანკი
11 ნოემ 2020
სასიამოვნო სიახლე ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებს!
გადმოწერეთ ხალიკ ბანკის ახალი მობილური აპლიკაცია და ისარგებლეთ სრულყოფილი საბანკო მომსახურებით თქვენი მობილური ტელეფონის საშუალებით.
მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ციფრული ბანკის სრული გამოცდილება, მარტივად, უსაფრთხოდ და სახლიდან გაუსვლელად.
მობაილ ბანკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დისტანციურად მართოთ თქვენი ანგარიშები და ბარათები, შეასრულოთ ნებისმიერ ტიპის გადარიცხვები, შეავსოთ მობილურის ბალანსი, გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, შეუკვეთოთ და მიიღოთ სხვადასხვა საბანკო პროდუქტები.
მობაილ ბანკში თქვენ შეგიძლიათ:
- დარეგისტრირდეთ დისტანციურად რამოდენიმე წუთში;
- მარტივი ავტორიზაციის საშუალებით შეხვიდეთ მობაილ ბანკში;
- მართოთ თქვენი ანგარიშები, ბარათები, სესხები და ანაბრები;
- გადარიცხოთ თანხა საკუთარ ანგარიშებზე და ასევე ნებისმიერი ბანკის მომხმარებელთან როგორც ანგარიშის, ასევე პირადი ან მობილური ტელეფონის ნომრით;
- გადაიხადოთ კომუნალურები და სხვადასხვა ტიპის გადახდები. ასევე ხშირად შესასრულებელ გადახდებზე შექმნათ შაბლონები;
- შეავსოთ მობილური ტელეფონის ბალანსი;
- დააკონვერტიროთ თანხა სხვადასხვა ვალუტაში მობაილ ბანკისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსით;
- მოძებნოთ რუქაზე ხალიკ ბანკის საქართველოს ფილიალები და ბანკომატები.
აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:
Android: https://bit.ly/2IsgfFO
აპლიკაციით სარგებლობასთან დაკავშირებით კითხვების ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ქოლ-ცენტრში 0322 24 07 07 , ასევე მოგვწერეთ ონლაინ ჩათში halykbank.ge ან ელფოსტაზე info@hbg.ge