უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი
23 დეკ 2021
2021 წლის 15 დეკემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“-მა, დაადასტურა სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) "BB+", "სტაბილური" პერსპექტივით. „ხალიკ ბანკი საქართველო“ კვლავ ინარჩუნებს ყველაზე მაღალ შესაძლო რეიტინგს საქართველოში.
სს „ხალიკ ბანკის საქართველოს“ უმაღლესი რეიტინგი განპირობებულია ბანკის მაღალი ლიკვიდურობით, მდგრადობით და შესაძლებლობით გაუმკლავდეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ რეიტინგის სტაბილურობა ემყარება „ხალიკ ბანკი ყაზახეთის“ სიძლიერეს, რომლის შვილობილ ორგანიზაციასაც წარმოადგენს „ხალიკ ბანკი საქართველო“. “ხალიკ ბანკი ყაზახეთი” არსებობის 98 წელს ითვლის და მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი.
ქართულ ბაზარზე „ხალიკ ბანკი საქართველო“ 2008 წლიდან ოპერირებს როგორც უნივერსალური კომერციული ბანკი, რომელიც სთავაზობს კორპორატიულ, მცირე და საშუალო და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს. ბანკი წარმოდგენილია 8 ფილიალით თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. მისმა აქტივებმა 30/11/21-ის მდგომარეობით შეადგინა 918 მლნ ლარი.