სუბსიდირებული იპოთეკა ახალშეძენილი შვილის მშობლებისთვის
უკან დაბრუნება- თუ გყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი და აქედან ერთ-ერთი არის 1 წლამდე ასაკის
- თუ გყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი და აქედან ერთ-ერთი არის 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი (არასრულწლოვანი)
- თუ უკვე სარგებლობ სუბსიდირების პროგრამით, გყავს 4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და აქედან ერთ-ერთი 2022 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგაა დაბადებული ან შვილად აყვანილი (არასრულწლოვანი)
- თუ გყავს 1 წლამდე ასაკის ან 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ შვილი აყვანილი (არასრულწლოვანი)
ასევე:
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5 %- ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი // 1,5 %-ის, მაგრამ, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი.
მახასიათებლები
*თუ ქონების შესაძენად/ასაშენებლად გჭირდებათ მეტი თანხა, დარჩენილი თანხა დაფინანსდება პარალელური იპოთეკური სესხით, რომელზეც არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსება.
თუ სესხის გაცემიდან 5 წლის მანძილზე შეგეძინებათ მე-4 ან მეტი შვილი, შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებით მაქსიმუმ 200,000 ლარიანი იპოთეკური სესხით, რომელზეც გაცემიდან 5 წლის მანძილზე ასევე გავრცელდება პროცენტის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.
**მოცემული საპროცენტო განაკვეთი მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს (გაიზარდოს ან შემცირდეს), შესაბამისად შეიცვლება სესხის საპროცენტო განაკვეთი და სესხის შენატანი.
სესხის უზრუნველყოფა
- დასაფინანსებელი უძრავი ქონება (შესაძენი/ასაშენებელი);
- დამატებით შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას მსესხებლის/თანამსესხებლის საკუთრებაში არსებული/შესაძენი ან მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სესხის მისაღებად წარმოსადგენი ძირითადი დოკუმენტების სია
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- შემოსავლის დამადასტურებელი საბუთები;
- სამოქალაქო ქორწინებში მყოფმა პირმა:
- სამოქალაქო ქორწინების მოწმობა;
- ცნობა განაცხადების შევსებისას განქორწინების ფაქტის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ;
- მარტოხელა მშობელმა (არა განქორწინებულმა):
- მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ქვრივმა:
- სამოქალაქო ქორწინების მოწმობა;
- მეუღლის გარდაცვალების მოწმობა;
- შვილებთან დაკავშირებით:
- არასრულწლოვანი შვილების/გერის/შვილად აყვანილი პირების დაბადების მოწმობები;
- შვილად აყვანის შემთხვევაში, დამატებით შვილად აყვანის დამადასტურებელი საბუთი;
- გერის შემთხვევაში, მის მშობელთან სამოქალაქო ქორწინების მოწმობა.
მსესხებლის შერჩევის კრიტერიუმები
- სტატუსი - სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი პირი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი
- ასაკი - 21-70 წელი (ვადის ბოლოს)
- შემოსავალი - ნებისმიერი სახის სტაბილური შემოსავალი: ხელფასი, დივიდენდი, იჯარა, გზავნილი, თვითდასაქმებით მიღებული შემოსავალი
- თანამსესხებელი - თუ თქვენი შემოსავალი არ არის საკმარისი მოთხოვნილი თანხის მისაღებად, შეგიძლიათ თანამსესხებლად აიყვანოთ სტაბილური შემოსავლის მქონე ოჯახის რომელიმე წევრი/წევრები.
ხელშეკრულების ნიმუშები
კრედიტის ხელშეკრულება ინდექსირებული - რეფინანსირების განაკვეთი
კრედიტის ხელშეკრულება ფიქსირებული
კრედიტის ხელშეკრულება ფიქსირებული ინდექსირებული - რეფინანსირების განაკვეთი
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება
საკრედიტო ხაზის და ტრანშის ხელშეკრულება ინდექსირებული - რეფინანსირების განაკვეთი
საკრედიტო ხაზის და ტრანშის ხელშეკრულება ფიქსირებული
საკრედიტო ხაზის და ტრანშის ხელშეკრულება ფიქსირებული ინდექსირებული - რეფინანსირების განაკვეთი