ციფრული ბარათი
უკან დაბრუნებარა არის ციფრული ბარათი?
ციფრული ბარათი სადებეტო პლასტიკური ბარათის ყველა ფუნქციას ითავსებს და მისი ციფრული, ვირტუალური, ანალოგია. მისი შეკვეთა შესაძლებელია:
- კლიენტის ახალ ან არსებულ ანგარიშზე;
- მხოლოდ დისტანციური არხებით - მობაილ/ინტერნეტ ბანკიდან სრულიად უფასოდ;
- აქტივაცია ხდება მომენტალურად, ფილიალში ვიზიტის გარეშე.
უპირატესობები:
- შეკვეთა და გააქტიურება მომენტალურად, მობაილ ბანკიდან, ფილიალში მისვლის გარეშე;
- ელ. საფულეში დამატების შესაძლებლობა;
- შესაძლებელია მიებას არსებულ ანგარიშს;
- შესაძლებელია დამზადდეს ახალ ანგარიშზე.
ბარათის ამ სახით არსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს იმ რისკებს, რომლებიც ჩვეულებრივ პლასტიკურ ბარათებს ახასიათებს:
- დაკარგვის საშიშროება;
- მესამე პირებისთვის ბარათის მონაცემებზე ხელმისაწვდომობა;
- ბანკომატში ჩაყლაპვის საშიშროება.
ბარათის ფუნქციები:
- ელ. კომერცია;
- საბანკო და P2P გადარიცხვები;
- Apple Wallet-ით:
- გადახდა სავაჭრო ობიექტებში;
- ATM-დან თანხის განაღდება ხალიკ ბანკის ბანკომატებში.
მახასიათებლები
როგორ შევუკვეთოთ?
ბარათის შესაკვეთად მომხმარებელი გადის შემდეგ ეტაპებს:
- შედის ინტერნეტ ბანკში
- მენიუში ირჩევს: ბარათები
- ბარათების ჩანართში აჭერს ღილაკს: ახალი ბარათი
- ჩამონათვალში ირჩევს: ციფრული ბარათს
- ანგარიშთა კომპლექტში ირჩევს ბარათის შექმნას: ახალ ან არსებულ ანგარიშთა კომპლექტზე
- ეთანხმება პირობებს და გაგზავნა ღილაკით ადასტურებს ბარათის შეკვეთას
როგორ ხდება ბარათის აქტივაცია?
ციფრული ბარათის შეკვეთა სადებეტო ბარათის შეკვეთისგან აქტივაციის ნაწილით განსხვავდება. სხვა სადებეტო ბარათის შეკვეთისას მომხმარებელი უთითებს ფილიალს, სადაც სურს ბარათის მიღება, ციფრული ბარათის შემთხვევაში ეს ველი აქტიური არ არის, რადგან მისი აქტივაცია მობაილ/ინტერნეტ ბანკშივე ხდება.
- თუ მომხმარებელმა შეკვეთისას „ანგარიშების კომპლექტში“ მიუთითა „ახალი ანგარიშის კომპლექტი,“ მაშინ დაგენერირდება საბარათე ანგარიშები ლარში, დოლარსა და ევროში. პარალელურად, დარეგისტრირდება ციფრული ბარათი და ახალი ანგარიშები მიებმევა მასზე. აღნიშნულ პროცესს, ბარათის გასააქტიურებლად, სჭირდება საშუალოდ 8 წუთი.
- თუ მომხმარებელმა „ანგარიშების კომპლექტში“ მიუთითა „არსებული ანგარიშის კომპლექტი,“ მაშინ ციფრული ბარათი მიებმევა კლიენტის მიერ მითითებულ არსებულ ანგარიშებს. აღნიშნულ პროცესს, ბარათის გასააქტიურებლად ასევე, 8 წუთი სჭირდება.
ბარათის პინ-კოდი
როდესაც დასრულდება ბარათის რეგისტრაციისა და აქტივაციის პროცესი, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ციფრული ბარათის პინ-კოდი გაიგზავნოს სმს-ის სახით, მსგავსად სხვა სადებეტო ბარათებისა. ამისათვის მომხმარებელი ინტერნეტ ბანკში გადის შემდეგ ეტაპებს:
- მენიუში ირჩევს: ბარათები
- აკლიკებს შესაბამის ანგარიშთა კომპლექტზე
- ციფრული ბარათის გასწვრივ ირჩევს „პინკოდის განახლება“-ს
- ადასტურებს პინის განახლების სურვილს, რის შემდეგაც სმს-ად ეგზავნება დროებითი პინი, ხალიკ ბანკის ბანკომატებში შეცვლის რეკომენდაციით.
ელ. კომერცია ციფრული ბარათით
ელ. კომერციისთვის ბარათის მონაცემების ცოდნაა აუცილებელი. ვინაიდან ციფრული ბარათი არსებობს ვირტუალურად, მომხმარებელს ფიზიკურად ხელი არ მიუწვდება მასზე. ამიტომაც ბარათის სრული მონაცემების სანახავად, ინტერნეტ ბანკში მომხმარებელი გადის შემდეგ ეტაპებს:
- მენიუში ირჩევს: ბარათები;
- აკლიკებს შესაბამის ანგარიშთა კომპლექტზე;
- ციფრული ბარათის გასწვრივ ირჩევს „სრული მონაცემები“-ს ღილაკს, რომელზე დაკლიკებითაც გამოდის სმს ვერიფიკაციის ფანჯარა;
- სმს კოდით ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შედეგად ჩნდება ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ბარათის 16 ნიშნა ნომერი, მოქმედების ვადა და CVV კოდი.
ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემები ნებისმიერ არხში, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომია მხოლოდ 3 წუთის განმავლობაში, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია ქრება. საჭიროების შემთხვევაში, საჭიროა მომხმარებლის მიერ მისი ახლიდან გამოთხოვა იგივე ეტაპების გავლის გზით.
ბარათის გაუქმება
ციფრული ბარათის გაუქმებას მომხმარებელი შეძლებს მხოლოდ ფილიალებში, მსგავსად სხვა სადებეტო ბარათებისა, ბანკში არსებული სტანდარტული პროცედურის შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაცია
ერთი მომხმარებლის ერთ ანგარიშთა კომპლექტზე, შესაძლებელია მხოლოდ ერთი ცალი ციფრული ბარათის ქონა. ამასთანავე, დასაშვებია ერთი მომხმარებლისთვის ჯამურად არაუმეტეს 5 (ხუთი) ცალი ციფრული ბარათის ქონა.
ტარიფები და პირობები
მომსახურება |
|
ანგარიშის გახსნა |
უფასო |
თანხის ანგარიშზე შეტანა |
უფასო |
ბარათის მოქმედების ვადა |
2 წელი |
ბარათის ვალუტა |
ლარი/აშშ დოლარი/ევრო |
ძირითადი ბარათის დამზადება |
უფასო |
ძირითადი ბართის მომსახურების საკომისიო |
უფასო |
დამატებითი ბარათის მომზადება |
უფასო |
დამატებითი ბარათის მომსახურების საკომისიო |
უფასო |
ბარათის სწრაფი დამზადება |
უფასო |
დაკარგული/დაზიანებული ბარათის აღდგენა |
უფასო |
შეუმცირებადი ნაშთი |
0 ლარი / ექვივალენტი |
ყოველთვიური მომსახურების საკომისიო |
0 ლარი |
ლიმიტები (ეროვნულ ვალუტაში) |
|
დღიური ლიმიტი ბანკში განაღდებისას |
- სს"ხალიკ ბანკი საქართველო"-ში 50 000 ლარი |
დღიური ლიმიტი ბანკომატით განაღდებისას |
10 000 ლარის ექვივალენტი |
გადახდის დღიური ლიმიტი |
- ფიზიკური POS - 20 000 ლარის ექვივალენტი |
- ინტერნეტი - 10 000 ლარის ექვივალენტი |
|
თანხის გაცემისა და გადახდის ღირებულება |
|
სს"ხალიკ ბანკი საქართველო"-ს ბანკომატები |
0.2% / 0.2 ერთეული |
პარტნიორი ბანკების ბანკომატები |
0.2% / 0.2 ერთეული |
სხვა ბანკების ბანკომატები |
2% / 3 აშშ დოლარი / 2,5 ევრო /6 ლარი |
სს"ხალიკ ბანკი საქართველო"-ს ფილიალებიდან |
0,2% / 0,20 ერთეული |
პარტნიორი ბანკების ფილიალებიდან |
0,2% / 0,20 ერთეული |
სხვა ბანკების ფილიალებიდან |
2% / 3 აშშ დოლარი / 2,5 ევრო /6 ლარი |
ბარათით გადახდა |
უფასო |
სხვა პირობები და ტარიფები |
|
ერთ ანგარიშთა კომპლექტზე დასაშვები |
არაუმეტეს 1 ცალი VISA Gold ციფრული ბარათი |
ერთი კლიენტის ჭრილში დასაშვები |
5 ცალი ( VISA Gold, VISA Business) |
საბარათე ანგარიშზე დასარიცხი |
0% |
მინიმალური ნაშთი წლიური პროცენტის დასარიცხად |
N/A |
ოვერდრაფტის ოდენობა |
შეთანხმებისამებრ |
არაავტორიზებული ოვერდრაფტის (წლიური) ჯარიმა |
36% |
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მისი მოქმედების |
უფასო |
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მისი მოქმედების შეჩერება |
$50 თითოეულ რეგიონზე |