შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი
უკან დაბრუნება![შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი](https://halykbank.ge/_cdn/04/25/ZQNWvKsR9UmgY-FZfzK0wg/sheghavatiani_agro_project.jpg)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://rda.gov.ge
პირობები
შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ძირითად საშუალებებზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სესხის ვადის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე.
სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის წლიური არაუმეტეს 18%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://rda.gov.ge