კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

ხალიკ ბანკი ბარათის მფლობელებს Google Pay-ს მხარდაჭერას სთავაზობს

15 ნოემ 2022

 ხალიკ ბანკი ბარათის მფლობელებს Google Pay-ს მხარდაჭერას სთავაზობს

დღეიდან ყაზახეთის ხალიკ ჯგუფის წევრი ხალიკ ბანკი საქართველო Google Pay-ს სისტემაში ერთვება, რაც ბარათების მფლობელებს საშუალებას მისცემს შეინახონ ციფრული ბარათი ანდროიდ მოწყობილობებზე და ისარგებლონ მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებით.

ბარათების მფლობელებს შეეძლებათ ხალიკ ბანკის საკრედიტო და სადებეტო ბარათების Google Wallet-ში შენახვა და გადახდების წარმოება ყველგან, სადაც უკოტაქტო გადახდები მიიღება. 

Google Pay-ს გამოყენება გადახდების უსაფრთხოებას დაცვის მრავალი დონის მეშვეობით უზრუნველყოფს, რაც ემატება გადახდების დაცვის იმ მექანიზმებს, რაც ხალიკ ბანკის ბარათებს აქვს. ეს ინდუსტრიისთვის სტანდარტულ ტოკენიზაციასაც მოიცავს, რაც ნიშნავს შემდეგს: როდესაც გადასახდელად Google Wallet-ში შენახულ ბარათს იყენებთ, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრის (ტოკენის) გამოყენებით სრულდება. აღნიშნული ტოკენი ინდივიდუალურია ყოველი მოწყობილობისთვის და გააჩნია დინამიური დაცვის კოდი, რომელიც ყოველი ტრანზაქციისას თავიდან გენერირდება. ეს ყველაფერი თაღლითობისგან დაცვის კიდევ ერთ დამატებით ინსტრუმენტს წარმოადგენს. თუკი ოდესმე ტელეფონს დაკარგავთ ან მოგპარავენ, თქვენ მარტივად შეგეძლებათ „Find my device“ ფუნქციის გამოყენება და ნებისმიერი ადგილიდან ტელეფონის დაბლოკვა, პაროლის შეცვლა და თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლაც კი.

ხალიკ ბანკის ბარათებით Google Pay-ით სარგებლობისთვის გადმოწერეთ Google Wallet-ის აპლიკაცია Google Play Store-დან.