სუბსიდირებული იპოთეკა მრავალშვილიანებისთვის
უკან დაბრუნებათუ გყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი/გერი/შვილად აყვანილი, მათ შორის დაბადებული 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, და გსურთ შეიძინოთ ან ააშენოთ საცხოვრებელი უძრავი ქონება, გთავაზობთ გრძელვადიან იპოთეკურ სესხს მისი გაცემიდან 5 წლის მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსებით, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1.5%-ის ოდენობით, არაუმეტეს 8%-ისა.
მახასიათებლები
*თუ ქონების შესაძენად/ასაშენებლად გჭირდებათ მეტი თანხა, დარჩენილი თანხა დაფინანსდება პარალელური იპოთეკური სესხით, რომელზეც არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსება.
თუ სესხის გაცემიდან 5 წლის მანძილზე შეგეძინებათ მე-4 ან მეტი შვილი, შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებით მაქსიმუმ 200,000 ლარიანი იპოთეკური სესხით, რომელზეც გაცემიდან 5 წლის მანძილზე ასევე გავრცელდება პროცენტის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.
**ინდექსირებულ პერიოდში საპროცენტო განაკვეთი მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს (გაიზარდოს ან შემცირდეს), შესაბამისად შეიცვლება სესხის საპროცენტო განაკვეთი და სესხის შენატანი.
სესხის უზრუნველყოფა
- დასაფინანსებელი უძრავი ქონება (შესაძენი/ასაშენებელი);
- დამატებით შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას მსესხებლის/თანამსესხებლის საკუთრებაში არსებული/შესაძენი ან მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სესხის მისაღებად წარმოსადგენი ძირითადი დოკუმენტების სია
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- შემოსავლის დამადასტურებელი საბუთები;
- სამოქალაქო ქორწინებში მყოფმა პირმა:
- სამოქალაქო ქორწინების მოწმობა;
- ცნობა განაცხადების შევსებისას განქორწინების ფაქტის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ;
- მარტოხელა მშობელმა (არა განქორწინებულმა):
- მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ქვრივმა:
- სამოქალაქო ქორწინების მოწმობა;
- მეუღლის გარდაცვალების მოწმობა;
- შვილებთან დაკავშირებით:
- არასრულწლოვანი შვილების/გერის/შვილად აყვანილი პირების დაბადების მოწმობები;
- შვილად აყვანის შემთხვევაში, დამატებით შვილად აყვანის დამადასტურებელი საბუთი;
- გერის შემთხვევაში, მის მშობელთან სამოქალაქო ქორწინების მოწმობა.
მსესხებლის შერჩევის კრიტერიუმები
- სტატუსი - სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი პირი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი
- ასაკი - 21-70 წელი (ვადის ბოლოს)
- შემოსავალი - ნებისმიერი სახის სტაბილური შემოსავალი: ხელფასი, დივიდენდი, იჯარა, გზავნილი, თვითდასაქმებით მიღებული შემოსავალი
- თანამსესხებელი - თუ თქვენი შემოსავალი არ არის საკმარისი მოთხოვნილი თანხის მისაღებად, შეგიძლიათ თანამსესხებლად აიყვანოთ სტაბილური შემოსავლის მქონე ოჯახის რომელიმე წევრი/წევრები.
ხელშეკრულების ნიმუშები
კრედიტის ხელშეკრულება ინდექსირებული - რეფინანსირების განაკვეთი
კრედიტის ხელშეკრულება ფიქსირებული
კრედიტის ხელშეკრულება ფიქსირებული ინდექსირებული - რეფინანსირების განაკვეთი
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება
საკრედიტო ხაზის და ტრანშის ხელშეკრულება ინდექსირებული - რეფინანსირების განაკვეთი
საკრედიტო ხაზის და ტრანშის ხელშეკრულება ფიქსირებული
საკრედიტო ხაზის და ტრანშის ხელშეკრულება ფიქსირებული ინდექსირებული - რეფინანსირების განაკვეთი