Калькулятор
Курсы валют
Онлайн Чат
Контакт
Филиалы
22.05.2015

ხალიკ ბანკი საქართველო პირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში უკონტაქტო mPOS სისტემას ნერგავს

    სს ”ხალიკ ბანკი საქართველოდაკომპანია VISA აცხადებენ საქართველოში პირველი მობილური ექვაირინგის   პროექტის დაწყების შესახებ!

 ”ხალიკბანკისაქართველოდა VISA  ამ  პროექტისგან მოელიან ელექტრონულ ანგარიშსწორებაზე იმ ბიზნეს სეგმენტების მიგრაციას,სადაც ნაღდიფული ჯერ კიდევ ტრადიციულად დომინირებს:  ტაქსები, ბენზინგასამართისადგურები, სახლში მიტანის სერვისები და ..

 2015 წლის 19 მაისს VISA-მ და ”ხალიკ ბანკი საქართველო“-მ  გამოაცხადეს პირველად საქართველოში, მობილური ექვაირინგის (mPOS - mobile Point of  Sale) ერთობლივი პროექტის გაშვების შესახებ.  მომავალ წელს ”ხალიკბანკი საქართველო“ 200-ზე მეტ mPOS მოწყობილობას დაამონტაჟებს  სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში: როგორც მცირე ზომის ტაქსისა და მიწოდების სერვის კომპანიებში, ასევე მსხვილ სადისტრიბუციო კორპორაციების ქსელებში.მობილური ტერმინალი MPOS მცირე და საშუალო ზომის სავაჭრო ობიექტებს გაუმარტივებს უნაღდო გადახდების მიღებას და ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდას კლიენტურისთვის გადახდის მოხერხებული, უსაფრთხო და სანდო  გზის შეთავაზებით. ”ხალიკ ბანკი საქართველო” mPOS-ის სისტემას თავდაპირველად ტაქსებში, ”რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურებსა და ”ნატახტარის” სადისტრიბუციო ქსელში დაამონტაჟებს.”ხალიკ ბანკის” mPOS მოწყობილობა ბლუთუსით უკავშირდება სმარტოფნებსა და/ან აიპედებს, იგი iOS ან Android ოპერაციული სისტემით და 3.5. პორტით მუშაობს. იგი იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც გადახდის ტერმინალები (POS ტერმინალები). ეს სისტემა გამყიდველებს აძლევს საშუალებას ნებისმიერი Visa ბარათით გადახდის მიღება მობილური ტექნოლოგიით განახორციელონ. უფრო მეტიც, ”ხალიკ ბანკის” მიერ შემოთავაზებული mPOS მოწყობილობა აღჭურვილია უკონტაქტო გადახდის ფუნქციითაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათის მფლობელს შეუძლია გამოიყენოს თავისი Visa payWave უკონტაქტო ბარათები კომფორტული გადახდებისთვის.mPOS სისტემა Visa Ready1 პროგრამის მიერ არის სერთიფიცირებული, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ Visa ბარათებით გადახდების მიღება ამ ინოვაციური მოწყობილობით  ყოფილიყო Visa-ს მოთხოვნებთან თავსებადი, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით.

 ”მცირე და საშუალო ბიზნესი ნებისმიერი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მობილური გადახდები და mPOS ტექნოლოგია მეწარმეებს კლიენტზე-ორიენტირებულ  სტრატეგიაზე გადართვის ბიზნეს შესაძლებლობას მისცემს, ასევე დაეხმარება მათ ახალი კლიენტურის მოზიდვაში, არსებულებთან ინტერაქტიულობაში, ლოიალურობისა და მხარჯველიანობის გაუმჯობესებაში.

 mPOS როგორც მყიდველთათვის, ისე გამყიდველთათვის მოქნილი და კომფორტული ინსტრუმენტია რათა გადაიხადონ და მიიღონ გადახდები საბანკო ბარათებით.  ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ჩვენს სისტემას ვამატებთ უკონტაქტო გადახდების მიღების შესაძლებლობას” - განაცხადა სს"ხალიკ ბანკი საქართველო " გენერალურმა დირექტორმა საქართველოში, ნიკოლოზ გეგუჩაძემ.

 ”mPOS მოწყობილობა ადვილი სატარებლია და შესანახი, იგი მარტივად ინტეგრირდება რთულ საბანკო სისტემებთანაც კი. mPOS ტექნოლოგია წარმატებით ამუშავდა 2013 წელს ყაზახეთში ”ხალიკ ბანკი ყაზახეთის” მიერ და ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ბაზარს ეს ინოვაცია პირველად ჩვენმა ბანკმა წარუდგინა. იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, სადაც წარმატებით დაინერგა mPOS სისტემა, შესაძლებლობა გვეძლევა ჩამოვაყალიბოთ  გადახდების მიღების ინოვაციური, კომფორტული, მოქნილი და იმედი გვაქვს - მოთხოვნადი სისტემა, რომელიც უდაოდ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს უნაღდო ანგარიშსწორების ეკოსისტემის შემდგომ განვითარებაზე ქვეყანაში.“- დაამატა მან.

 ”მობილური ექვაირინგი გადახდის ინოვაციური ტექნოლოგიის სწორედ ის სახეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს საქართველოში რაც შეიძლება მეტმა მეწარმემ, ფინანსურმა ინსტიტუტმა და მომხმარებლმა შეიგრძნოს ელექტრონული გადახდების უპირატესობა  და მიიღოს სარგებელი. ეს განსაკუთრებით  მცირე მეწარმეებს, მათ შორის ტაქსებს და მცირე ზომის მაღაზიებს, საკვების მიტანისა და საკურიერო სერვისებს ეხება. საქართველოში უკონტაქტო

დეტალური ინფორმაცია  Visa Ready შესახებ ხელმისაწვდომია აქ: www.visa.com/ready 

გადახდების პოზიტიური დინამიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ახალი mPOS მოწყობილობით შესაძლებლობა იქნება Visa payWave-ით უკონტაქტო გადახდა ტრადიციულ ჩიპური და მაგნიტურზოლიანი Visa ბარათებით გადახდებთან ერთად” - აღნიშნა Visa რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიაში -მა ირინა კამხაძემ.

 ინფორმაცია სს „ხალიკ ბანკის აქართველოს“ შესახებ.

სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან მუშაობს. ბანკი არის სს „ყაზახეთის ხალიკ ბანკი“-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ყაზახეთში წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ ბანკს 90 წლიანი საბანკო გამოცდილებით. მილიონობით მომხმარებელი ენდობა ბანკს მსოფლიოს მასშტაბით. „ყაზახეთის ხალიკ ბანკი“-ს აქციები 2006 წლიდან წარმატებით ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

„ხალიკ ბანკი საქართველო“ 2009 წელს შეუერთდა VISA-ს. 2014 წლიდან კი ბანკმა აიმაღლა სტატუსი ძირითად წევრამდე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდებს: halykbank.ge; https://www.facebook.com/halykbankgeorgia

 ინფორმაცია კომპანია VISA- შესახებ. 

VISA წარმოადგენს გლობალურ საგადამხდელო სისტემას, რომელიც ბარათის მფლობელებს, სავაჭრო ობიეტქტებს, ფინანსურ და სახელმწიფო დაწესებულებებს 200-ზე მეტ ქვეყანაში უზრუნველყოფს ელექტრონული გადახდების სწრაფი, უსაფრთხო და სანდო ქსელით. ელექტრონული გადახდები ხორციელდება VisaNet გლობალური ინოვაციური საპროცესინგო სისტემის საშუალებით, რომელსაც ძალუძს დაამუშაოს 56000-ზე მეტი ტრანზაქცია წამში, მომხმარებელთა თაღლითობისგან დამცავი და სავაჭრო ობიექტებისთვის გარანტირებული გადახდების მიღების უზრუნველყოფით.  VISA არ წარმოადგენს ბანკს, არ უშვებს ბარათებს, არ აწესებს საკომისიოებს მომხმარებლისა და სავაჭრო ობიექტებისთვის, ასევე არ იძლევა სესხებს ბარათის მფლობელთათვის. VISA ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, თავის მხრივ, ხელს უწყობს ფინანსურ დაწესებულებებს  შესთავაზონ თავის კლიენტებს ფინანსური ინსტრუმენტების ფართო არჩევანი, სადებეტო, წინასწარ გადახდის და საკრედიტო საბარათე პროდუქტები. უფრო დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: corporate.visa.com, www.visa.com.ge