Калькулятор
Курсы валют
Онлайн Чат
Контакт
Филиалы
19.02.2016

სს ხალიკ ბანკი საქართველო აცხადებს ღია ტენდერს ბანკის სათაო ოფისის გათბობა ვენტილაცია კონდიცირების სისტემის დამონტაჟების სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.

 

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ

 

 

  1. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს ბანკის სათაო ოფისის  გათბობა-ვენტილაცია–კონდიცირების სისტემის დამონტაჟების სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
  2. სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა N40.
  3. ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 549,83მ2,
  4. შესასრულებული სამუშაო მოიცავს: გათბობის, ვენტილაცია-კონდიცირების სისტემების შეძენას და სამონტაჟო სამუშაოებს.
  5. სამუშაოს დასრულების ვადა:  2016 წლის 01 მაისი.
  6. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
  7. სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება ბანკის კორპორატიულ ვებ-გვერდზე (www.halykbank.ge) ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან შემდეგ მისამართზე –  ქ. თბილისი, შარტავას ქ. №40, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს სათაო ოფისი.
  8. განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 25.02.2016წ. 17:00 საათამდე, მისამართზე:  ქ. თბილისი, შარტავას ქ. N 40,  ან ელექტრონულ მისამართზე akavtaradze@hbg.ge.
  9. სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 26.02.2016წ. 17:00 საათზე.
  10. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ საკონტაქტო პირებთან:

 
1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.

2) ანა ქავთარაძე 224 07 07 (*183), e-mail: akavtaradze@hbg.ge.

 

იხილეთ საჭირო დოკუმენტაცია:

 სატენდერო დოკუმენტაცია

კონდიცირების გეგმა

ხარჯთაღრიცხვა