Калькулятор
Курсы валют
Онлайн Чат
Контакт
Филиалы
07.09.2016

სს ხალიკ ბანკი საქართველო აცხადებს ღია ტენდერს ბანკის ფილიალის სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ

  1. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს ბანკის ფილიალის სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
  2. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის ქუჩა N63.
  3. გასარემონტებელი ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 248,20მ2.
  4. შესასრულებული სამუშაო მოიცავს:

-         ოფისის ინტერიერის (კედლების, ტიხრების, იატაკების, კიბეების და ა.შ.) სარემონტო-მოსაპირკეთებულ სამუშაოებს, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გაყვანას, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს.

  1. სამუშაოს დასრულების ვადა:  2016 წლის 20 ოქტომბერი.
  2. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
  3. სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება ბანკის კორპორატიულ ვებ-გვერდზე (www.halykbank.ge) ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან შემდეგ მისამართზე –  ქ. თბილისი, შარტავას ქ. №40, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს სათაო ოფისი.
  4. განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 15.09.2016. 17:00 საათამდე, მისამართზე:  ქ. თბილისში, შარტავას ქ. N 40,  ან ელექტრონულ მისამართზე akavtaradze@hbg.ge.
  5. სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 16.09.2016. 16:00 საათზე.
  6. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ტელეფონზე: 2240707(*183); საკონტაქტო პირი: 
     1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.

           2) ანა ქავთარაძე, 224 07 07 (*183), e-mail: akavtaradze@hbg.ge.

 

იხილეთ საჭირო დოკუმენტაცია:

სატენდერო დოკუმენტაცია

ქუთაისი-ხარჯთაღრიცხვა

გეგმარება