კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები

უსაფრთხოების რჩევები

ფიშინგი -  ინტერნეტ თაღლითობის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა, რომლის მიზანია, პირადი ინფორმაციის, ისეთი როგორიც არის საბანკო ბარათის ნომერი, პინ კოდი და ა.შ.  დაუფლება და თაღლითური მიზნებისთვის გამოყენება.

ფიშერი მასიურად გზავნის იმეილებს, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ტიპის ბმულები. აღნიშნულ ბმულებზე გადასვლის შემდეგ, თქვენ ხვდებით ვებ-გვერდზე, სადაც მოითხოვება პირადი ინფორმაციის შევსება. მოთხოვნა შენიღბულია ისე, რომ ვებ-გვერდზე შემსვლელს ასოციაცია გაუჩნდეს, მისი მომსახურე ბანკის ან სხვა მისთვის ნაცნობი ორგანიზაციის მხრიდან, პირადი ინფორმაციის გამოთხოვის.

იმისათვის, რომ დაიცვათ თავი ფიშინგისგან აუცილებელია გაითვალისწინოთ:

  • თუ იმეილში მოითხოვება დაუყოვნებლივი ქმედებების განხორციელება, ეს აუცილებლად საეჭვოა;
  • ყოველთვის ყურადღებით გადაამოწმეთ გამომგზავნის სისწორე და ის ბმულები რომლებზე გადასვლასაც მიუთითებს იმეილის შიგთავსი;
  • თუ იმეილი გამოგზავნილია ნაცნობი ორგანიზაციიდან, ხოლო შინაარსი საეჭვოა, ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ ორგანიზაციასთან, სანამ გადახვალთ მოქმედებაზე;
  • მაქსიმალურად შეეცადეთ შეზღუდოთ პირადი ინფორმაციის გაზიარება სოციალური ქსელების საშუალებით;
  • არ გააზიაროთ თქვენი საბანკო ბარათის ნომერი, პინ კოდი ან CVV კოდი, ასევე თქვენი ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი და პაროლი;
  • არ შეინახოთ პინ კოდი, ინტერნეტ ბანკის პაროლი ან სხვა რაიმე სახის პაროლი მობილურ ტელეფონში ან სხვაგან სადაც უცხო პირისთვის შეიძლება ადვილად იყოს ის ხელმისაწვდომი;
  • დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ბანკს და დაბლოკეთ ბარათი თუ მიიღებთ სმს შეტყობინებას თქვენთვის უცნობი ოპერაციის შესახებ;
  • კომპრომეტირებული ბარათი აუცილებლად გადაამზადეთ;