კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები
17.02.2020

მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის დაკრედიტების ექსპერტი

ვაკანსიის დასახელება:   მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის დაკრედიტების ექსპერტები

მომწოდებელი: Halyk Bank Georgia

სამუშაო ადგილი:  თბილისი, ბათუმი, ქუთაისი

განაკვეთი:  სრული

გამოქვეყნდა:  17 თებერვალი  

ს/ს „ხალიკ ბანკი საქართველო“ (ს/ს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის დაკრედიტების მენეჯერის პოზიციებზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში


პასუხისმგებლობები:   


**კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება/ მოზიდვა და ბანკის პროდუქტების შეთავაზება-გაყიდვა;

** კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა, პირველადი ინფორმაციის მოძიება და პროექტის სტრუქტურირება;

** კლიენტების პორტფელის მართვა და მომსახურება;

** გაყიდვების გეგმის შესრულება;

** პროექტების საკრედიტო კომიტეტებზე განხილვის/დამტკიცების კოორდინირება. 

 

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);

** გაყიდვების უნარები;

** საბანკო-საფინანსო სექტორში SME და Micro მიმართულებით მუშაობის  გამოცდილება;

** ფინანსური უწყისების წაკითხვის უნარი;

**  მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;

**  ქართული და რუსული ენების კარგად ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;

**  საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;

**  გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;

**  ანალიტიკური აზროვნების უნარი;

**  პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით მისამართზე: hr@hbg.ge ELabzina@hbg.ge

და  ველში მიუთითოთ "SME  და Micro", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა. 


შენიშვნა:  მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. .