კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები
28.06.2016

საგადახდო საათი MasterCard უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიით

სააქციო საზოგადოება ხალიკ ბანკი საქართველო და კომპანია „MasterCard“-ი წარმოგვიდგენენ საქართველოში პირველ საგადახდო  საათს   MasterCard  უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიით

 

MasterCard“ -მა “Watch2pay”   

შვიდი წელი გავიდა მას შემდგომ, რაც საქართველოში პირველი  უკონტაქტო გადახდახდა შესრულდა და დღეისთვის ამგვარი გადახდების პოპულარობა ქვეყანაში დინამიურად იზრდება.  სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველო უკონტაქტო ტრანზაქციების  რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და აზიის რეგიონში. უკონტაქტო გადახდების განხორციელება შესაძლებელია ქვეყნის თითქმის ყველა POS და mPOS ტერმინალების საშუალებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული  24000-ზე  მეტ სავაჭრო წერტიში.

”ხალიკ ბანკი საქართველო“-სა და „MasterCard“-ის ერთობლივი პროექტის  წყალობით   პირველად გახდება შესაძლებელი რეგიონში   უკონტაქტო ანგარიშსწორების განხორციელება მაჯის საათის მეშვეობით. „Watch2pay“ საათი აღჭურვილია პერსონალიირებული საბანკო ბარათით, და მისი შეძენა კლიენტებს შეეძლებათ  სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს ფილიალებში.

„უკონტაქტო გადახდები მასიურ ხასიათს იძენს  და  სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა „უკონტაქტო რევოლუცია“ გადახდებში. საათი კომფორტულია გადახდებისთვის და საფულიდან ბარათის ამოღება საჭირო აღარაა.  

ყოველდღიური მოხმარების ნივთებიც კი სულ უფრო მეტად ადაპტირდება ციფრულ რეალობასთან.  ბარათის მფლობელთათვის უკონტაქტო გადახდა ასოცირდება სისწრაფესა და კომფორტთან, და ამგვარი საათი კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს თანამედროვე სტილს“ -  განაცხადა სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.

გასულ წელს „ხალიკ ბანკ საქართველო“-მ  მთელს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, პირველი უკონტაქტო ტერმინალი mPOS დანერგა.  ერთი წლის შემდგომ უკვე 100-ზე მეტი სავაჭრო წერტილია აღჭურვილი  მობილური ტერმინალით, მათ შორის ისეთი ობიექტები, სადაც  მანამდე საგადახდო ბარათით გადახდა საერთოდ შეუძლებელი იყო.  ბარათით აღჭურვილი,  უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის მქონე საათი “Watch2Pay” მორიგი ინოვაციური პროექტია, რომელსაც ბანკი, საგადახდო სისტემა MasterCard-თან ერთად ახორციელებს.

„საქართველო - უკონტაკტო გადახდების განვითარებაში ევროპაში ერთ-ერთი პროგრესული ბაზარია.  ამგვარი წარმატება უპირველეს ყოვლისა განაპირობა საქართველოში არსებული ბანკებისა და კლიენტების მზაობამ ინოვაციებისადმი, იმ ფაქტმა, რომ მათ არ ეშინიათ სიახლეების.   ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველ მომხმარებლებს მოეწონებათ  ინოვაციური, MasterCard უკონტაქტო გადახდის ფუნქციის მქონე საათები“-აღნიშნა ელენა ბრაჟნიკმა, კლიენტებთან მუშაობის მენეჯერი საქართველოში, „MasterCard Europe“ -ის წარმომადგენლობა უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, თურქმენთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში.

პროდუქტის ინოვაციურობიდან გამომდინარე, მას ყველაზე უფრო მეტად დააფასებს ახლგაზრდა თაობა.

ბანკის უპირველესი მიზნობრივი სეგმენტი სტუდენტები იქნებიან, რომელთაც საათების გარკვეული რაოდენობა  უფასოდ გადაეცემათ.

„ხალიკ ბანკი საქართველო“, „საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტთან“, „ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან“ და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ ერთად განახორციელებს ყველაზე წარმატებული სტუდენტებისთვის საჩუქრად უკონტაქტო საათების გადაცემას.

ინფორმაცია სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ შესახებ.

სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან მუშაობს. ბანკი არის სს „ყაზახეთის ხალიკ ბანკი“-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ყაზახეთში წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ ბანკს 90 წლიანი საბანკო გამოცდილებით. მილიონობით მომხმარებელი ენდობა ბანკს მსოფლიოს მასშტაბით. „ყაზახეთის ხალიკ ბანკი“-ს აქციები 2006 წლიდან წარმატებით ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ 2014 წლიდან თნამშრომლობს საერთაშორისო საგადახდო სისტემას MasterCard. დღეის მდგომარეობით ბანკი ახორციელებს აღნიშნული სისტემის ბარათების ემისიას, ასევე ემსახურება მას ბანკომატების, პოს - ტერმინალების, mPOS ტერმინალებისა  და ინტერნეტ მაღაზიების ქსელის მეშვეობით.  მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდებს: halykbank.ge; https://www.facebook.com/halykbankgeorgia

ინფორმაცია კომპანია MasterCard Watch -ის შესახებ.

MasterCard (NYSE: MA), www.mastercard.com, არის საერთაშორისო  კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება  საგადასახადო გადაწყვეტილებებსა და ტექნოლოგიებში. იგი მართავს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც აერთიანებს  მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო კომპანიებს,  სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს 210-ზე მეტ ქვეყანაში და უმეტეს ტერიტორიაზე. MasterCard-ის პროდუქტები და გადაწყვეტილებები აძლევს საშუალებას მომხმარებელს უფრო მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური გახადოს ისეთი ყოვედღიური კომერციული საქმიანობა, როგორიცაა, საყიდლებზე სიარული, მოგზაურობა,  ბიზნესისა და ფინანსების მართვა. თვალი გვადევნეთ ტვიტერზე:@MasterCardNews, შეუერთდით მსჯელობებს  ბლოგზე - Cashless Conversations Blog და გამოიწერეთ ჩვენი ბოლო სიახლეები „Engagement Bureau“-დან