კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები
26.11.2018

აქცია სახელფასო პროგრამაში ჩართული მომხმარებლებისთვის

ხალიკ ბანკი საქართველო ჩვენი ბანკის სახელფასო კომპანიის თანამშრომლებს სთავაზობს აქციას:

„31 დეკემბრამდე, გადაიხადეთ «ხალიკ ბანკის» ბარათით ან შეასრულეთ ყველაზე მეტი ოპერაცია ინტერნეტ-ბანკით და მიიღეთ +1 ხელფასი საახალწლო საჩუქრად.“

აქცია ექსკლუზიურად ვრცელდება მხოლოდ სახელფასო პროექტში ჩართულ კლიენტებზე, რომელთაც სს «ხალიკ ბანკ საქართველოში“ ერიცხებათ ხელფასი.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს  ყველა ის ოპერაცია, რომელიც შესრულებულია სახელფასო კლიენტის საბარათე პროდუქტებით (Debit Card, Green Card, W2P, Stickers) ან/და ინტერნეტ-ბანკით.

 

აქციის ფარგლებში გამოვლინდება 2 გამარჯვებული, შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. გამარჯვებული N1: ყველაზე აქტიური მომხმარებელი ი-ბანკით შესრულებული ოპერაციების რ-ბის მიხედვით;
  2. გამარჯვებული N2: ყველაზე აქტიური მომხმარებელი ნებისმიერი საბარათე პროდუქტით შესრულებული ოპერაციების რ-ბის მიხედვით*;

        * ოპერაციები ბარათების/სტიკერების/საათების საშუალებით პოსტ-ტერმინალში, M- პოსსა და ინტერნეტში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

დამატებით ინფორმაციას აქციის შესახებ:

  • ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა - 5 ლარი;
  • watch2pay გადახდების სტიმულირებისთვის, ტრანზაქციების დათვლისას, საათით შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობა გაორმაგდება;
  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან აქციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, რის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდებათ SMS-ის და სატელეფონო ზარის საშუალებით;
  • პრიზის მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია;

 

აქციის წესები და პირობები