კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები
25.12.2015

mPOS-ის პროექტის ფარგლებში გამარჯვებულების დაჯილდოვება

„ხალიკ ბანკი საქართველომ“, საერთაშორისო საგადასახადო სისტემა VISA-სთან ერთად, საქართველოში პირველი მობილური ექვაირინგის (mPOS) პროექტის ფარგლებში ერთობლივად ჩატარებულ საბარათე გადასახადების სტიმულირების აქციაში გამარჯვებულები გამოავლინა და დააჯილდოვა. 

გამარჯვებულებს: კომპანია „ შ.პ.ს. Internet Projects Georgia” – menu.ge-ს წარმომადგენელს, კახაბერ მაისურაძეს ევროპაში 5-ვარსკვლავიანი სამოგზაურო პაკეტი გადაეცა, „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს ერთგულ მომხმარებელს სალომე კახნიაშვილსა და კომპანია „ტოიოტა-ტაქსების კომპანიის“ მძღოლს, გიორგი ირემაშვილს კი მობილური ტელეფონები iPhone6. გამარჯვებულებს პრიზები სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა საქართველოში, ნიკოლოზ გეგუჩაძემ გადასცა. 

ნიკოლოზ გეგუჩაძის თქმით, „ხალიკ ბანკმა“ და VISA-მ ერთობლივი პროექტის ფარგლებში დანერგეს ინოვაციური ტექნოლოგია, რომელსაც ჰქვია mPOS.
„ეს არის გამარტივებული, თანამედროვე, უკონტაქტო ბარათებით გადახდის სისტემა, რომლის გამოყენება შეიძლება ტაქსებში, სხვადასხვა კომპანიის სერვისით სარგებლობისა თუ გამოძახების პერიოდში, იქნება ეს menu.ge, „ტოიოტა-ტაქსი“ თუ სხვადასხვა კოპანიებთან ანგარიშსწორება. შესაბამისად, იმისათვის, რომ განვითარებულიყო ეს პროექტი, ჩვენმა ბანკმა და VISA-მ ერთობლივად დაგეგმეს გარკვეული აქცია, რომლის ფარგლებშიც, ვისაც უფრო მეტი ტრანზაცია ექნებოდა, დაჯილდოვდებოდა და პრიზებს მიიღებდა. მოხარული ვართ, რომ გაიმარჯვა სამმა პიროვნებამ, რომლებიც აქტიურად ხმარობდნენ ამ სერვისს და mPOS-ებით ტრანზაქციებს აწარმოებდნენ“, - განაცხადა ნიკოლოზ გეგუჩაძემ. 

მისივე თქმით, უკონტაქტო გადახდები ხელს შეუწყობს გამჭვირვალეობის განვითარებასა და საქართველოს, ასევე „ხალიკ ბანკი საქართველოს“ მომავალს. ნიკოლოზ გეგუჩაძის განცხადებით, აქციები მომავალშიც გაგრძელდება და კლიენტებს სხვადასხვა პროექტებსა და აქციებს შესთავაზებს. 
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ სატრანსპორტო დეპარტამენტის მენეჯერმა ვახტან აბულაშვილი: „ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც წარმატებით განვახორციელეთ „ხალიკ ბანკთან“ ერთად. ავტომანქანებში ჩავაყენეთ მობილური ტერმინალები და გატარებების სიხშირის მიხედვით, ჩვენი ერთ-ერთი მძღოლის დაჯილდოება, რითიც ძალიან მოხარული ვართ“.

სალომე კახნიაშვილი, „ხალიკ ბანკის“ გამარჯვებული მომხმარებელი: „უკვე მესამე წელია, ჩართული ვართ სახელფასო პროექტში. ერთ-ერთი გადახადა განვახორციელე მობილურ ტელეფონის მეშვეობით და გავხდი გამარჯვებული. „ხალიკ ბანკმა“ დამაჯილდოვა მობილური ტელეფონით iPhone6., რისთვისაც მადლობას ვუხდი. ზოგადად ვსარგებლობ ამ ბანკის პროდუქტებით და ძალიან კმაყოფილი ვარ „ხალიკ ბანკის“ მომსახურებით“. 
menu.ge-ს დირექტორი სტეპან ასლანიანი: „როგორც კი გავიგეთ, რომ „ხალიკ ბანკი“ პირველად საქართველოში მომხმარებელს სთავაზობს მობილური mPOS-ების მომსახურებას, მაშინვე დავთანხმდით და დავიწყეთ ამ სერვისის გამოყენება. ეს არის ძალიან მოხერხებული სერვისი, რომელსაც ჩვენი კლიენტები ძალიან ხშირად იყენებენ. დიდი მადლობა „ხალიკ ბანკს“ კარგი სერვისისისთვის და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ბანკის მომსახურებით სარგებლობას“, - „ხალიკ ბანკმა“ საერთაშორისო საგადახდო სისტემა VISA-სა და„Ingenico”-თან ერთად, 2015 წლის მაისის თვეში, პირველად საქართველოში დანერგა მობილური ექვაირინგის პროექტი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას აძლევს მიიღოს საბარათე გადახდები მარტივი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

InterPressNews.Ge”ხალიკ ბანკის” mPOS მოწყობილობა ბლუთუსით უკავშირდება სმარტოფნებსა და/ან აიპედებს, იგი iOS ან Android ოპერაციული სისტემით და 3.5. პორტით მუშაობს. იგი იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც გადახდის ტერმინალები (POS ტერმინალები). ეს სისტემა გამყიდველებს აძლევს საშუალებას ნებისმიერი საბანკო ბარათით გადახდის მიღება მობილური ტექნოლოგიით განახორციელონ. უფრო მეტიც, ”ხალიკ ბანკის” მიერ შემოთავაზებული mPOS მოწყობილობა აღჭურვილია უკონტაქტო გადახდის ფუნქციითაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათის მფლობელს შეუძლია გამოიყენოს თავისი უკონტაქტო ბარათები კომფორტული გადახდებისთვის. 

mPOS სისტემა არის სერთიფიცირებული, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ საბანკო ბარათებით გადახდების მიღება ამ ინოვაციური მოწყობილობით ყოფილიყო საგადახდო სისტემების მოთხოვნებთან თავსებადი, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. 
”ხალიკ ბანკი საქართველო”-ს მიერ 2015 წლის ბოლომდე უკვე დაინსტალირებულია 100-მდე mPOS ტერმინალი. მომავალ წელს ”ხალიკ ბანკი საქართველო“ 200-ზე მეტ mPOS მოწყობილობას დაამონტაჟებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში: როგორც ტაქსისა და მიწოდების სერვის კომპანიებში, ასევე მსხვილ სადისტრიბუციო კორპორაციების ქსელებში.