კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები
18.03.2020

ხშირად დასმული კითხვები სესხის გადავადებაზე

ხალიკ ბანკი საქართველო, 16 მარტიდან, მომხმარებლებს სესხებზე სამ თვიან საშეღავათო პერიოდით სარგებლობლობას სთავაზობს.

საშეღავათო პერიოდით სარგებლობასთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები:

1. ვისზე ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?
საშეღავათო პერიოდი ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე.

2. რა იგულისხმება სამ თვიან საშეღავათო პერიოდში?
სამთვიან საშეღავათო პერიოდში იგულისხმება საშეღავათო პერიოდი როგორც ძირითად თანხაზე და ასევე პროცენტზე. მოხმარებლები ისარგებლებენ საშეღავათო პერიოდით მიმდინარე წლის მარტის, აპრილის და მაისის თვეების გადახდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი უარს განაცხადებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე. ამასთან, არ არის აუცილებელი მსესხებლის ბანკში ვიზიტი. დეტალურ ინფორმაციას გადავადებით სარგებლობის შესახებ მომხმარებლები მიიღებენ ბანკის დისტანციური არხებით.

3. თუ მომხმარებელს 16 მარტისთვის შენატანი განხორციელებული აქვს, შეუძლია თუ არა სამ თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა?
დიახ, შეუძლია მომდევნო სამი თვით.

4. შეუძლია თუ არა მომხმარებელს 16 მარტიდან განახორციელოს მიმდინარე თვის გადახდა და ამის შემდეგ აიღოს 3 თვიანი საშეღავათო ვადა (აპრილი, მაისი, ივნისი) ?
მომხმარებელი 19 მარტამდე აფიქსირებს, სურს თუ არა სამ თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა. ამ შემთხვევაში ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით შემდეგ თვეებზე: მარტი, აპრილი, მაისი.

5. ჩაითვლება თუ არა ვადაგადაცილებად 16-მარტიდან 19-მარტამდე გადაუხდელი სესხები?
16 მარტიდან 19 მარტამდე გადაუხდელი სესხები არ ჩაითვლება ვადაგადაცილებად.

6. რომელ პროდუქტზე ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?
საშეღავათო პერიოდი ვრცელდება იპოთეკური სესხზე, სახელფასო სესხზე და სამომხმარებლო სესხზე.

7. ვრცელდება თუ არა საშეღავათო პერიოდი დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხზე და იმ სესხებზე, რომლებიც უკვე სარგებლობდნენ საშეღავათი პერიოდით?
საშეღავათო პერიოდი არ ვრცელდება დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხებზე და იმ სესხებზე, რომლებიც უკვე სარგებლობენ საშეღავათო პერიოდით.

8. შესაძლებელია თუ არა საშეღავათო პერიოდი გავრცელდეს მომხმარებლის ერთ სესხზე და სხვა სესხზე დარჩეს სტანდარტული გრაფიკით გადახდა?
საშეღავათო პერიოდი ვრცელდება ერთი მომხმარებლის ყველა სესხზე.

9. როგორ შეიტყობს მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის შესახებ?
ყველა მომხმარებელი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას საშეღავათო პერიოდის შესახებ.

10. რომელ თარიღამდე გაცემულ სესხზე ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?
საშეღავათო პერიოდი ვრცელდება მიმდინარე წლის 16 მარტამდე გაცემულ სესხებზე.

11. საშეღავთო პერიოდით სარგებლობის გამო, გაიზრდება თუ არა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?
საშეღავათო პერიოდით სარგებლის გამო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ გაიზრდება, პირიქით შემცირდება.

12. როგორ გადანაწილდება საშეღავათო პერიოდის სესხის ძირი და დარიცხული პროცენტი?
საშეღავათო პერიოდის სესხის ძირი და დარიცხული პროცენტი გადანაწილდება თანაბრად სესხის ვადის გაგრძელების ხარჯზე.

13. გაიზრდება თუ არა საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ შენატანის ოდენობა?
შენატანის ოდენობა გაიზრდება სამი თვის დარიცხული პროცენტის დამატების ხარჯზე, რაც ასახული იქნება განახლებულ გადახდების გრაფიკში.