კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები
23.10.2019

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ

 

  1. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს ბანკის ვაკის ფილიალის გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემის დამონტაჟების სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
  2. სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N60.
  3. ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 200მ2,
  4. შესასრულებული სამუშაო მოიცავს: გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემების შეძენას და სამონტაჟო სამუშაოებს.
  5. სამუშაოს დასრულების ვადა: 2019 წლის 31 დეკემებერი.
  6. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
  7. სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება ბანკის კორპორატიულ ვებ-გვერდზე (www.halykbank.ge) ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, შარტავას ქ. №40, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს სათაო ოფისი.
  8. განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 04.11.2019. 12:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N 40,  ან ელექტრონულ მისამართზე akavtaradze@hbg.ge.
  9. სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 04.11.2019. 17:00 საათზე.
  10. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ საკონტაქტო პირებთან:

 
1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.

2) ანა ქავთარაძე, 224 07 07 (*183), e-mail: akavtaradze@hbg.ge.

 

სატენდერო დოკუმენტაცია

გათბობა-გაგრილების პროექტი

გათბობა-გაგრილების ხარჯთაღრიცხვა

ვენტილაციის პროექტი

ვენტილაციის ხარჯთაღრიცხვა