კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები
14.11.2017

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ

 

  1. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს ბანკის დიდუბის ფილიალის სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
  2. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N73ბ.
  3. გასარემონტებელი ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 354,94 მ2.
  4. შესასრულებული სამუშაო მოიცავს:
  • ოფისის ინტერიერის (კედლების, ტიხრების, იატაკების, და ა.შ.) სარემონტო-მოსაპირკეთებულ სამუშაოებს, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გაყვანას, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს.
  1. სამუშაოს დასრულების ვადა: 2017 წლის 28 დეკემბერი.
  2. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
  3. სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება ბანკის კორპორატიულ ვებ-გვერდზე (www.halykbank.ge) ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, შარტავას ქ. №40, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს სათაო ოფისი.
  4. განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 24.11.2017წ. 12:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისში, შარტავას ქ. N 40,  ან ელექტრონულ მისამართზე akavtaradze@hbg.ge.
  5. სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 24.11.2017. 17:00 საათზე.
  6. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ტელეფონზე: 2240707(*183); საკონტაქტო პირი:
    1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.
    2) ანა ქავთარაძე , 224 07 07 (*183), e-mail: akavtaradze@hbg.ge.

 

იხილეთ საჭირო დოკუმენტაცია:

სატენდერო დოკუმენტაცია

ხარჯთაღრიცხვა

გეგმარება