კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები
16.03.2020

ინფორმაცია სესხის გადავადებასთან დაკავშირებით

მომხმარებელთა და თანამშრომელთა ზრუნვისა და კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ფიზიკურ პირებს შევთავაზოთ სასესხო ვალდებულებებზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი.
მომხმარებლებს რომელთაც არ სურთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 19 მარტამდე ქოლცენტრის საშუალებით: 032 2 24 07 07.

მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესთან საშეღავათო პერიოდი განიხილება ინდივიდუალურად.

ფილიალებში ნაკადის შემცირების მიზნით, როგორც 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის, ასევე სხვა საბანკო მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება დისტანციურად, რაც პოტენციურად შეამცირებს ვირუსის გადადების რისკს.

კორონა ვირუსის მაქსიმალური პრევენციისთვის გთხოვთ:
• მინიმუმამდე შეამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება (ანგარიშებზე თანხის შეტანა შესაძლებელია როგორც ჩვენს ფილიალში მდებარე სწრაფი გადახდის აპარატებით ასევე ნებისმიერი თიბისი ფეის და ფეიბოქსის აპარატებით);
• ისარგებლოთ საბანკო ბარათებით და გადახდები განახორციელოთ პოს ტერმინალებით;
• გადაიხადოთ კომუნალურები და სხვა გადახდები ინტერნეტ ბანკის საშუალებით;
• შეასრულოთ ნებისმიერი ტიპის გადარიცხვა დისტანციურად, ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.
• უკიდურეს შემთხვევაში თანხის გასანაღდებლად, ჩვენი ბანკომატების გარდა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ანალოგიური ტარიფებით თიბისის, ვითიბის და ბაზის ბანკის ბანკომატებით.

ერთობლივი ძალისხმევით და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა სახის სირთულე გადალახული იქნება უმოკლეს დროში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 032 2 24 07 07